კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
გიგი კალანდაძის განცხადება

 

იცრუა თუ არა გიგი კლანდაძემ. უკრაინაში გადაბარგებული გენერალი ამბობს,

რომ საქართველოს პროკურატურამ რუსეთს  სამხედრო პოლიციაში მომუშავე პირთა პერსონალური ინფორმაცია მიაწოდა. პროკურატურა ინფორმაციას უარყოფს,  თავდაცვის სამინისტრო კალანდაძის ბრალდებას უპასუხოდ ტოვებს. სამხედრო ექსპერტები  კი ვარაუდობენ, რომ ცნობები რუსებმა აგვისტოს ომის დროს სამხედრო ბაზებიდან აიღეს და აქ არსებული ხელისუფლების დადანაშაულება უადგილოა

გაერთიანებული შტაბის ყოფილი  უფროსი საქართველოს პროკურატურას საიდუმლო მასალების რუსეთისთვის გადაცემაში ადანაშაულებს.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან გიგი კალანდაძე ამბობს, რომ რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ  ქართულ მხარეს სამხედრო პოლიციის მაღალჩინოსნების პერსონალური მონაცეები მოსთხოვა.

„ ჩემი  ინფორმაციით, მოითხოვეს მასალები, კონკრეტულად სამხედრო პოლიციიდან საიდუმლო მასალები, კონკრეტულად რა თანამდებობის პირები მოსამართლები, დეტალური აღწერა სამხედრო მოსამსახურეებისა ვინც იმ დროისთვის მუშაობდა სამხედრო პოლიციაში;  ეს ინფორმაცია გადაცემულია სამხედრო პოლიციის გავლით საქართველოს პროკურატურაში და მერე  რუსეთის პროკურატურისათვის.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ყოფილი მაღალჩინოსნის განცხადებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ.

პროკურატურაში კი  სამხედრო პირების შესახებ ინფორმაციის რუსეთისთვის გადაცემა არ ადასტურებენ.

გაერთიანებული შტაბის ყოფილი ხელმძღვენელის არ სჯერათ სამხედრო ექსპერტებს. ვახტანგ მაისაია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე საუბრობს და გიგი კალანდაძეს სამშობლოს ღალატში ადანაშაულებს.

„სენაკის ბაზაზე რატომ დატოვეს ის დოკუმენტები  და ტექნიკა? ეს არის წინასაარჩევნო ამბები“-აცხადებს ვახტანგ მაისაია.

კიედევ ერთ მიტოვებულ სამხედრო ბაზაზე საუბრობს მამუკა არეშიძე.

ექსპერტი ფიქრობს, რომ გიგი კალანდაძის განცხადების მიზანი ხელისუფლების დისკრედიტაციაა .

გაერთიანებული შტაბის ყოფილმა ხელმძღვანელმა მაესტროსთან ინტერვიუზე უარი განაცხადა.

ის საქართველოში არ იმყოფება. გიგი კალანდაძეს ბრალი სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის გამო აქვს წარდგენილი.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები