კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ახალი დეტალები „იმედის“ საქმეში
2007 წლის დეკემბერში ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დროების“ ჟურნალისტების გადაბირების ინიციატორი თავდაცვის მაშინდელი მინისტრი დავით კეზერაშვილი იყო.

ეს საზოგადოებრივი მაუწყებლის  ყოფილი დირექტორის-ლევან ყუბანეიშვილის ჩვენების ნაწილია.

ლევან ყუბანეიშვილის განცხადებით, 2007 წლის უკვე დეკემბერში, დავით კეზერაშვილის ინიციატივით ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დროების“ ჟურნალისტების გადაბირება მოხდა.

ყუბანეიშვილი ყვება, რომ იმედის დატოვების შემდეგ დროების ჟურნალისტებმა შექმნეს ახალი პროდუქტი „ახალი დროება“, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში „ჯიელტივის“ შუამავლობით გადიოდა.

ახალ დროებასა და საზოგადოებრივი  მაუწყებელს შორის დადებული 1-წლიანი კონტრაქტი, დაახლოებით მილიონ 900 ათას დოლარიანი იყო, ერთი გადაცემას „ჯიელტივი“  ჟურნალისტებისგან დაახლოებით 50 ათას დოლარად ყიდულობდა, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებელზე 7-8 ათას დოლარად ყიდდა. მიუხედავად თანხის დიდი რაოდენობისა, რამდენიმე ეთერის შემდეგ გადაცემა გაურკვეველი მიზეზით დაიხურა ოფიციალურ მიზეზად კი ვალები დასახელდა.

რამდენიმე დღის წინ გამართულ სასამართლო პროცესზე, იმედის მაშინდელი გენერალური დირექტორი ბიძინა ბარათაშვილი დაიკითხა.  ბარათაშვილმა 2007 წლის 7 ნოემბერი გაიხსენა , მისი თქმით, სპეცრაზმი, რომელიც აგრესიით გამოირჩეოდა იყო ფინანსური პოლიციის სპეცრაზმი, მათი მიზანი იმედის მაუწყებლობის გათიშვა იყო.

ამ დრომდე უცნობია იმედის დროების ჟურნალისტების პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ასევე მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდით ბიძინა ბარათაშვილთან და ლევან ყუბანეიშვილთან დაკავშირებას , თუმცა ისინი ამ დრომდე ჩვენთან კონტაქზე არ გამოსულან. გავრცელებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში გახდება საჯარო იმ პირთა ვინაობა ვისი გადაბირების სანაცვლოდ კეზერაშვილმა საკმაოდ სოლიდური თანხა გადაიხადა- გამოძიება გრძელდება.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები