„რესპუბლიკელებმა“ დღეს,
წინასაარჩვენო კამპანიის ოფიციალურად დაწყების შესახებ
სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს.
პარტიის პირველ ნომრად, პარლამენტის თავმჯდომარე
დავით უსუფაშვილი დასახელდა.
პოსტებს დატოვებენ რესპუბლიკელი
მინისტრები - თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი. თუმცა, პარტიას
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ემიჯნება, გიგლა
აგულაშვილი მთავრობაში დარჩება.
სამი რესპუბლიკელი მინისტრიდან ორმა
არჩევანი საკუთარ პარტიაზე გააკეთა.
უსუფაშვილი რესპუბლიკელების
საპარლამენტო სიის პირველი ნომერი პირველი კანონმდებელია, რომელიც
საკუთარ პარტიას საბურთალოს მაჟორიტარული ოლქიდან დაეხმარება.
დავით ბერძენიშვლია რესპულიკელებში პირველი აჭარის
რეგიონში.
ძმები ბერძენიშვილებიდან უმცროსი
აჭარის უმაღლესი საბჭოს მანდატისთვის იბრძოლებს. პარტიის მაჟორიტარი
იქნება თბილისის ერთ-ერთ ოლქში იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო
კომიტეტის თავმჯდომარე. გადაწყვეტილება სიის ფორმირებაზე
პარტიის წესდების მიხედვით თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს
ეკუთვნის. რომელმაც ეს საკითხი ეროვნულ კომიტეტთან უნდა
შეათანხმოს.
კოალიციური თანაცხოვრება ოთხი
წლის თავზე დასრულებულია, უსუფაშვილი-რესპუბლიკელები 8 ოქტომბერს,
გვიან ღამით მედიას საკუთარ ოფისში არჩევნების შედეგების შესაჯამებლად
ელოდებიან.