კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
გიგლა აგულაშვილი ''ოცნებაში" ბრუნდება
„ჩემთვის დიდი პატივია, სამთავრობო გუნდში „ქართულ ოცნებასთან“ ერთად გავაგრძელო საქმიანობა“,-

გიგლა აგულაშვილი ამ ეტაპზე მხოლოდ წერილობითი განცხადებით შემოიფარგლა და განმარტა, რომ  გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრთან კონსულტაციების შემდეგ მიიღო.

რესპუბლიკლელებმა გიგლა აგულაშვილთან ერთად არაერთი წინასაარჩევნო პერიოდი და არჩევნები გამოიარეს, თუმცა მათ რიგებში აგულაშვილი აღარ იქნება. ხანგრძლივი თანამშრომლობის შემდეგ პოლიტიკური დაშორება შედგა.

როგორც ჩანს ყოფილი თანაგუნდელების ნაწილისთვის აგულაშვილის გადაწყვეტილება მოულოდნელი აღმოჩნდა.  პარტია, სადაც ის 2005 წლიდან 2012 წლამდე აღმასრულებელი მდივანი იყო, არჩევნებისთვის ბრძოლას ახალი სახეებით აპირებს.

რესპუბლიკელების ნაწილმა გარემოს დაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას უკვე შეცდომა უწოდა.

მრავალფეროვანი პროფესიული წარსულით, აქამდე რესპუბლიკური პარტიის ერთგული წევრი, ახლა ქართული ოცნების რიგებშია. ქართულ ოცნებასთან“ ერთად აპირებს საქმიანობის გაგრძელებას და ქვეყნის აღმშენებლობის საქმეში წვლილის შეტანას, თუმცა რა საქმეები დარჩა გასაკეთებელი და რა როლი ექნება ოცნების წინასაარჩევნო კამპანიაში,. ამ შეკითხვებისთვის ჯერ გიგლა აგულაშვილს არ უპასუხია.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები