ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი თიბისი ბანკს
და შპს აგრიკომს ფოთის წისქვილკომბინატის მესაკუთრეობას
ედავება
ბიზნესდავა, რომელიც უკვე წლებია
გრძელდება, მორიგი საექსპერტო დასკვნის მოლოდინშია. რატომ არ
ეთანხმება თიბისი ბანკი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და რა
მოლოდინები აქვს ჩხარტიშვილის მხარეს? კონტაქტი სასაამართლო პროცესის
შესახებ.
მოლოდინი, რომ ბიზნესმენ ვანო
ჩხარტიშვილსა და თიბისი ბანკს შორის არსებული დავა დღეს დასრულდებოდა,
არ გამართლდა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნათია
გუჯაბიძემ კომპანიის შემოსავლის ნაწილში სასაქონლო ექსპერტიზა
დანიშნა.
საქმე ფოთის წისქვილკომბინატის
წილებს შეეხება, რომელიც ვანო ჩხარიტიშვილის მფლობელობაში იყო. თუმცა,
თიბისი ბანკში აღებული სამ მილიონიანი კრედიტის დასაფარად
გაყიდა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით
უკმაყოფილოა თიბისი ბანკის იურისტი ამბობს, რომ ექსპერტიზა პროცესის
გაჭიანურებას ემსახურება.
მოსამართლის გადაწყვეტილება
მოულოდნელი აღმოჩნდა მეორე მხარისთვისაც.
შეგახსენებთ, რომ ვანო
ჩხარტიშვილი ფოთის წისქვილკომბიანტის მესაკუთრეობას თიბისი ბანკს და
შპს „აგრიკომს“ ედავება. წისქვილკომბინატი „აგრიკომმა“
ჩხარტიშვილისგან 2010 წლის 20 დეკემბერს შეიძინა. იმ პერიოდში
ობიექტი იპოთეკით იყო დატვირთული თიბისი ბანკში. ვინაიდან
ჩხარტიშვილმა კრედიტი ვერ დაფარა, წისქვილკომბინატი 2, 9 მილიონ
დოლარად გაიყიდა. დღეს ჩხარტიშვილი მოპასუხეებისგან გაყიდული ობიექტის
უკან დაბრუნებას და იმ თანხის ანაზღაურებას ითხოვს, რაც შესაძლოა,
მოგების სახით „წისქვილქარხნის“ ფუნქციონირებისგან მიეღო.
საუბარია 32 მილიონ დოლარზე.
თუმცა, „თიბისის“ ბანკის
განმარტებით, იმ პერიოდში „წისქვილკომბინატი“ წამგებიანი იყო და
შემოსავალი არ გააჩნდა. შესაბამისად, შემოსავლის ნაწილში კომპანიას
ზიანი ვერ მიადგებოდა.
სააპელაციო სასამართლოში მომდევნო
სხდომა ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ განახლდება.