პარტიაში პირველი საკონსტიტუციო
სასამართლოში პირველობისთვის აღარ იბრძოლებს
დავით უსუფაშვილი პარტიულ სიას ჩაუდგა სათავეში
და ამით საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის შესახებ
გავრცელებული ვერსია ოფიციალურად გამოირციხა . თუმცა თავმჯდომარეობის
მსურველთა სავარაუდო სიაში რჩება მმართველი გუნდის ერთ-ერთი
ლიდერი-ეკა ბესელია. ცდილობს თუ არა ხელისუფლება მოიპოვოს
გავლენა საკონსტიტუციო სასამართლოზე- რომლის გადაწყვეტილებების
პოლიტიკური ფასიც ძალიან მაღალია.
, დღეს დასრულდა ამბავი რომლის
მიხედვითაც დავთ უსუფაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს
თავმჯდომარეობისთვის ემზადებოდა.
დავით უსუფაშვილის მსგავსად
დეკლარირებული გადწყვეტილება არ არის ეკა ბესელიას შემთხვევაში ,
დეპუტატი მოლაპარაკებებს არ ადასტურებს თუმცა არსებობს ინფორმაცია,
რომ ბესელიას ჯერ სასამართლოს წევრობა შემდეგ კი თავმჯდომარეობა
სურს.
კონსტიტუციის 9 დამცველიდან 4 -ს
ვადა სექტემბერში ეწურება, ვაკანტურს ადგილზე 2 კანდიდატი
პრეზიდენტმა 1 პარლამენტმა 1 კი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ
უნდა წარადგინოს. არსებული ინფორმაციით გიორგი მარგველაშვილი ირინა
იმერლიშვილს და გიორგი კვერენჩხილაძეს დაასახელებს რას იზამს ნინო
გვენეტაძემ ჯერ არ იცის.
მომავალი მოსამართლე არ
უნდა იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი. კანონი კიდევ რამდენიმე
კრიტერიუმს განსაზღვრავს-მათ შორის არის ასაკი და პროფესია.
სექტემბერი საკონსტიტუციო სასამართლოში დიდი ცვლილებების თვეა,
მანტიას გაიხდიან: ქეთევან ერემაძე, კონსტანტინე ვარძელაშვილი,
ოთარ სიჭინავა და გიორგი პაპუაშვილი.