არჩევნებამდე დარჩენილი დროის მაქსიმალურად
გამოყენებისთვის
ემზადებიან რესპუბლიკელები-
ცნობილია სიის პირველი ნომერი -დავით უსუფაშვილი . ვინ იქნება
შემდეგი ამის შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი. როგორც ჩანს
კოალიციიდან წასული გუნდი ახლა რესპუბლიკელი მინისტრების
ოცნებასთან დამშვიდობებას ელოდებიან...
„მე როგორც საარჩევნო კამპანიის
ხელმძღვანელი წარმოგიგენთ სიის პირველ ნომერს უსუფაშვილს“,-განაცხადა
პარტიის თავმჯდომარე, ხათუნა სამნიძემ.
რესპუბლიკურმა პარტიამ ჯერ მხოლოდ
სიის პირველი ნომრების ვინაობა გაამხილა- დავით უსუფაშვილი ლიდერი
იქნება, აჭარის უმაღლეს საბჭოში სიას დავით ბერძენიშვილი უდგას
სათავეში
საარჩევნო მარათონში რესპუბლიკური
პარტიის მანდატით ჩართვას პრეზენტაციაზე მყოფი პარტიის სხვა ლიდერებიც
ადასტურებენ, თუმცა ზუსტი კონფიგურაცია ჯერ ცნობილი არ
არის
განწყობა ოპტიმისტურია და
საბრძოლო-რესპუბლიკელები ამბობენ, რომ კარგი შედეგისთვის არჩევნებამდე
დარჩენილ დროს მაქსიმალურად გამოიყენენ
ვინ და სად იბრძოლებს
რესპუბლიკელების მანდატით პარლამენტში მოსახვედრად ჯერ უცნობია-
პარტია სიის პრეზენტაციას უახლოეს მომავალში გეგმავს