მთავრობაში ვაკანსიებია. მინისტრთა
კაბინეტში სამი თავისუფალი სავარძელია.
მას შემდეგ რაც რესპუბლიკელებმა
პოსტები დატოვეს და ყოფილ პარტნიორებს საარჩევნო სტარტი ერთი დღით
დაასწრეს. რა შედეგს დადებს რესპუბლიკური პარტია-როგორც დამოუკიდებელი
პოლიტიკური სუბიექტი. არჩევნებზე გაირკვევა, როგორ იმუშავეს ამ
პარტიის სახეებმა მინისტრების პოსტზე
„მშვენიერი მინისტრია, ფიზიკურად
მაინც“,-ასე აფასებს თინა ხიდაშელს კობა კობალაძე, „რესპუბლიკელი“
მინისტრის შემცვლელად სოწრედ ის სახელდება. ხიდაშელმა პარლამენტიდან
მთავრობაში ერთი წლის წინ გადაინაცვლა. მან მინისტრობა
გახმაურებული საქმით დაიწყო - საფრანგეთთან თავდაცვის სისტემის
შესყიდვაზე კონტრაქტი გააფორმა. ხელმოწერით კი დაასრულა დავა, რომელიც
ალასანია-ჯანელიძის შორის დაიწყო.
შემდეგ იყო დაპირისპირება
„დელტას“ ხელმძრვანელობასთან. განხეთქილება ჯერ ისევ არ ამოწურულა.
თინა ხიდაშელის მინისტრობის პერიოდს ლაიტმოტივად გასდევს ასევე
„პოლიტიკური ბრძოლა“ მრეწველებთან...აქ დაპირისპირების მიზეზი საგარეო
კურსია...
ხიდაშელის მინისტრობის პერიოდს
უკავშირდება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გამყარება. ვარშავის
სამიტზე კიდევ ერთხელ ითქვა რომ საქართველო ნატოს წევრი
გახდება. მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს
სამშვიდობო მისიაში მონაწილეობას განაგრძობს.
ხიდაშელის სახელს უკავშირდება
ვაშინგტონთან გაფორმებული მემორანდუმი უსაფრთხოების საკითხებზე.
თავდცავის მინისტრს წინამორბედი დადედბითად აფასებს,
თუმცა ამბობს რომ ხიდაშელმა პოლიტიკურ წნეხს ვერ გაუძლო.
რესპუბლიკელ მინისტრებს შორის
პოსტი ყველაზე დიდხანს პაატა ზაქარეიშვილმა შეინარჩუნა. მიუხედავად
იმისა, რომ პოლიტიკურ სკანდალში არაერთხელ გაეხვა.
საკუთარ განცხადებებზე
განმარტებების გაკეთება არაერთხელ მოუხდა...მოიხადა ბოდიშიც, გიგა
ოთხოზორიას მკვლეობის ფაქტზე. ზაქარეიშვილის გადადგომის მოთხოვნით
საპროტესტო აქციებიც მოეწყო. თუმცა უშედეგოდ. ზაქარეიშვილის
მინისტრობის პერიოდს უკავირდება გალში ინციდენტების პრევენციის
ფორმატში შეხვედრების აღდგენა. ასევე თვიღგამოცხადებულ ოსეთთან ტყვეთა
გაცვლა...
ყოფილი „რესპუბლიკელი“ გიგლა
აგულაშვილი გარემოსდაცვის მინსიტრად ღარიბაშვილმა დანიშნა. მას
ოპონენტები საგარეჯოს შუალედურ არევნებში უხეშად ცარევაში
ადანაშაულებენ. აგულაშვილის მინისტრობის პერიოდში ყველაზე მეტი
კითხვა ნესკრა ჰესის მშენებლობის ნებართვამ გამოიწვია. ასე ექსპერტები
ფიქრობენ. თუმცა სპეციალისტები ამბობენ იმსასც რომ აგულაშვილმა
დაწყებული პროექტების დასრულება შეძლო, მათ შორის არის საწვავის
ხარისხის კონტრლი პროექტი.
რესპუბლიკური მართველობა ოცნების
მთავრობაში სავარადუდოდ რამდენიმე დღეში დასრულდება. თინა ხიდაშელი
პოსტს ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ დატოვებს, პაატა ზაქარეიშვილი კი
10 დღიან პერიოდს იღებს. გიგლა აგულაშვილი „ოცნებას“
აგრძელებს...