კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
„ქართული ოცნების“ ახალი სახეები
ქართული ოცნების განახლების დაანონსებული  მეორე ეტაპი დღეს შედგა

. პარტიის თავმჯდომარემ საზოგადოებას 15 ახალი წევრი საგურამოში, ილია ჭავჭავაძის სახლმუზეუმიდან წარუდგინა. ეკონომისტები და იურისტები- ეს არის ის პროფესიული ძალა , რომელსაც ოცნება მომავალ საპარალმენტო არჩევნებზე დაეყრდნობა. დღევანდელ პრეზენტაციაზე სიის ნუმერაციის წარდგენა არ ყოფილა,რის გამოც პირველი ათეულის შემადგენლობა ამ დრომდე მთავარ ინტრიგად რჩება.

დღეს წარმოდგენილი სიის 15 წევრიდან პრემიერმა პირველი თამარ ჩუგოშვილი დაასახალა.

1. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ყოფილი თავმჯდომარე ქართული ოცნების სიაშია. ჩუგოშვილმა არასამთავრობო სექტორიდან მთავრობაში 2012 წლის არჩევნების შემდეგ გადაინაცვლა და ბიძინა ივანიშვილის მრჩევლად დაინიშნა. მოგვიანებით კი სასწავლებლად ,ამერიკაში წავიდა.

2. გიორგი გახარია- ბიზნესომბუდსმენი. აქვს ბიზნესის მართვის მაგისტრისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრის ხარისხი -იგი საკუთარ შესაძლებლობებს უკვე დიდი პოლიტიკაში გამოცდის.

3. პარტიული მუშაობიდან საკანონმდებლო ორგანოში გადანაცვლების იმედი აქვს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს - ირაკლი კობახიძეს. ის თავიდანვე იყო პარტიის ერთ-ერთი საკმაოდ აქტიური წევრი, ასევე 2012 წელს მუშაობდა ქართული ოცნების საზოგადოებრივ სამუშაოებზე და კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე.

4. მასთან ერთად, მმართველი გუნდის ღირსებას დაიცავს მოახლოებულ არჩევნებში ,,ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს კიდევ ერთი წევრი აკაკი ზოიძე, რომელიც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წამყვანი მკვლევარია. 1997-2003 წლებში საჯარო სამსახურში მუშაობდა: ჯერ ჯანდაცვის სამინისტროში, შემდეგ სახელმწიფო კანცელარიაში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე.

5. შინაგან საქმეთა სამინისტროს დატოვება მოუწევს უწყების ერთ-ერთ მაღალჩინოსანს არჩილ თალაკვაძეს-თალაკვაძე შინაგან საქმეთა სამინიტრომდე სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა უფრო ადრე კი არასამთავრობო სექტორს წარმოადგენდა.

6. აღმასრულებელი ხელისუფლების კიდევ ერთი წარმომადგენელი, კერძოდ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ ხულორდავაც საპარლამენტო არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.

7. პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოდან ამავე პარტიის განახლებულ სიაში საკმაოდ ბევრი ადამიანია წარმოდგენილი, მათ შორის ირინე ფრუიძე, რომელიც სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა მაგისტრი და ინტელექტუალური კლუბის „რა? სად? როდის?“ წევრია. მუშაობდა საკრებულოში. 10 წელი ევროპის სახალხო პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის ვიცეპრეზიდენტი იყო

8.   „ქართული ოცნების“ ხიბლით ბიზნესიდან პოლიტიკაში მიდის პროფესიით იურისტი კახა კუჭავა, რომელმაც 2011 წელს დააარსა კომპანია „კავკასიის მინერალები“. კომპანია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სასარგებლო წიაღისეულის საბადოების გეოლოგიურ კვლევას და განვითარებას აწარმოებს.

 

 

9. მამუკა მდინარაძე ,,ოცნების” ერთ-ერთი ახალი სახეა, რომელიც მმართველმა პარტიამ წარადგინა. გამოცდილი იურისტი საკუთარ თავს დღეს საპარლამენტო ცხოვრებაში ხედავს, თუმცა ცოტა ხნით ადრე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილიც ჰქონდა და ადვოკატთა ასოციაციის პრეზიდენტობისაც. ამბობს, რომ ,,ქართულ ოცნებას” საკუთარი თავი თავად შესთავაზა.

10. პოლიტიკაში ისევ ბრუნდება, ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე მარიამ ჯაში. ბოლო პოზიცია, რომელსაც ხელისუფლებიდან წასული ჯაში იკავებდა- აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა იყო საქართველოს სოლიდარობის ფონდში. ორგანიზაცია ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით სეიქმნა და მის მიზნებში შედის ონკოლოგიური პაციენტების უპირველესად კი ბავშვების ძვირადღირებული მკურნალობის ანაზღაურება.

11. ნინო გოგუაძე- თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება -კონსერვატორების" თავმჯდომარეა. ის არის ერთადერთი, რომელიც სხვა პარტიის შემადგენლობაში შედის, თუმცა ქართული ოცნების საპარლამენტო სიაში მოხვდა.

12. რომან კაკულია ასევე პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრია, რომელიც ამავდროულად ევროკავშირის პროგრამების დეპარტამენტის უფროსია. რომან კაკულიასათვის გადაწყვეტილების მიღების მთავარი მოტივი "ქართული ოცნებისადმი" პოლიტიკურ სიმპათიას უკავშირდება.

13. სოფო კილაძე- პარტია ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს წევრია და პარალელურად შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პრორექტორია.

14. სოფო ქაცარავა- მუშაობდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდში. ასევე ის გახლდათ, ბრიტანეთის საელჩოს პოლიტიკური მდივანი.

15.          ,,ქართული ოცნების“ სიაში წარმოდგენილია სოფო ჯაფარიძე, რომელიც ამ დრომდე საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანაშემწის თანამდებობას იკავებს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში.

ასე გამოიყურება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო სიის ახალი სახეები. სურათი, რა თქმა უნდა, არასრულყოფილია, რადგან ჯერ კიდევ გაურკვეველია მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატობის მსურველი კანდიდატების ვინაობა. სამაგიეროდ ცნობილია, ,,ქართული ოცნების“ ლიდერების პოლიტიკური ამბიცია, რაც მათი პროგნოზით 2016 წლის არჩევნებში გამარჯვებასა და საკანონმდებლო ორგანოში ,,მეოცნებეების“ უპირობო უმრავლესობით შესვლას გულისხმობს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები