ტელეიმედის
დარბევისა და მფლობელებისთვის უკანონოდ ჩამორთევის საქმის განხილვა
გრძელდება.
მოსამართლის წინაშე მოწმის სტატუსით ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე
წარსდგა. დღესვე დაკითხეს-სპეციალური სამსახურის ყოფილი და მოქმედი
თანაშრომლები. ისინი-ვინც 7 ნოემბრის მოვლენებში
მონაწილეობდნენ. ვინ მართავდა პროცესებს ტელევიზიაში დარბევის
დროს მოდულის შენობიდან.
“მქონდა შტაბეჭდილება რომ წართმეულ ტელევიზიაში ვმუშაობდიფიანა
ტრაპაიძემ.
ჟურნალისტმა დღევანდელ პროცესზე 2007 წლის შვიდი ნოემბრის
მოვლენები დეტალურად გაიხსენა.
ამ მძიმე პროცესებს ტელეკომპანია იმედის დახურვა,შემდეგ რამდენიმე
დღით გახსნა და კვლავ დახურვა მოყვა.
დროების ყოფილი ჟურნალისტების ეს განცხადებაც შვიდი ნოემბრის
მოვლენებს მოყვა. ლევან ყუბანეიშვილი, საკუთარ სკანდალურ ჩვენებაში
აღნიშნავს, რომ განცხადების შინაარსი წინასწარ იყო შეთანხმებული და ეს
ქმედება ჟურნალისტების გადაბირების იმ სცენარის ნაწილია, რომელიც
კეზერაშვილმა დაგეგმა. ლევან ყუბანეიშვილის , ჟურნალისტებისა და
კეზერაშვილის ფინანსურ-პოლიტიკური გარიგების არსი კარგად შესწავლა
ჟურნალისტმა ვახო კომახიძემ . რაც ფილმში მედიაკონტროლი
ვარდისფრად აღწერა...
კონკრეტულ კითხვებზე პასუხის მიღებას უკვე წლებია ცდილობს
გამოძიება. დღეს პროკურატურის შუამდგომლობით სასამართლო პროცესზე
შვიდი ნოემბრის მოვლენების მონაწილე სპეცსამსახურის სამი
წარმომადგენელი დაკითხეს. პროცესისი ეს ნაწილი კი დახურეს. ერთ-ერთ
მოწმესთან გასაუბრება ვცადეთ, თუმცა მან თავი აგვარიდა და
სპეცსამსახურის წევრობა უარყო.
დახურული სხდომის მცირე ნაწილი საქმის პროკურომა გაგვიხსნა.
ჯარჯი წიკლაურის განცხადებით დაკიტხულმა სპეცრაზმელებმა დაადასტურეს,
რომ იმედში შეჭრის ბრძანება ადეიშვილმა და მერაბიშვილმა გასცეს, თუმცა
აბსოლუტურად განსხვავებულად აღიქვეს მოწმეების ჩვენებები დცვის მხარის
წარმომადგენლებმა.
ტელე იმედის დარბევისა და უკანონოდ ცამორთმევის ფაქტზე ბრალი
ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მიზეილ სააკაშვილს, ზურაბ
ადეიშვილს, ვანო მერაბიშვილსა და გიგი უგულავას აქვთ წარდგენილი.
იმედის საქმის სასამართლო ქრონიკა 21 ივლისს გაგრძელდება