კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ვინ დაიკითხა მოლაშვილის საქმეზე?
პეტიციას, სულხან მოლაშვილის წამებაში მონაწილე პირების დასჯის მოთხოვნით უკვე 1000 ხელმომწერი ყავს.

ადრესატები კი, ვის დაკითვასაც განცხადების ავტორები ითხოვენ  საკითხს დღეს პირველად გამოეხმაურნენ. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა  მოლაშვილის გარდაცვალების შემდეგ კითხვებზე პირველად  გვიპასუხეს.

კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდოამრე მის წამებაში მონაწილეებად  სამ ადამიანს ასახელებდა:ზურაბ ადეიშვილს, გოგა გრიგალაშვილს და გიგა ბოკერიას, რომელიც მოლაშვილმა ხმით იცნო. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ რომ ბოკერიას საგამოძიებო ორგანო არ შეხმიანებია. ძველი საქმის გახსენებაში კი პოლიტიკურ სარჩულს ხედავენ

გიგა ბოკერია დღეს პარტიის ოფისში არ გამოჩენილა. ბოლო დღეებში ის მედიასთან არ კონტაქტობს. ნაციონალური მოძრაობის ძველ სახეებს ამ საკითზე საუბარი არ სურთ და ბრალდებებს აბსურდულს უწოდებენ.

ინტერვიუზე მხოლოდ შედარებით ახალი კადრები გვთანხმდებიან. სერგი კაპანაძის განმარტებით, თუ ბოკერიას დაკითხვაზე დაიბარებენ, ეს ხელისუფლების წინსაარჩევნო პროვოკაცია იქნება.

ამ განცხადებებამდე ქართული ოცნების წარმომადგენლებმა საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირეს. სახელისუფლებო გუნდი აცხადებს რომ ვის დაიბარებენ დაკითხვაზე ეს მხოლოდ პროკურატურის გადასაწყვტია. საქმის გამოძიებით ხელისუფლების ყველა შტოა დაინტერესებული

ფოტოები  მაი ნიკოლეიშვილმა სულხან მოლაშვილს წამებიდან 2 თვის შემდეგ გადაუღო, თუმცა სხეულზე  სიგარეტის ნამწვავები პატიმარს იმ დროსაც შესამჩნევად ეტყობოდა.

სამედიცინო ექსპერტი ერთ-ერთია ვინც სულხან მოლაშვილის სამქეზე ახლახანს დაიკითხა

მაი ნიკოლეიშვილის ინფორმაცია პროკურატურას საქმის გადაკვალიფიცირება ჯერ არ მოუხდენია. ექსპერტის თქმით, ძიება უფლებამოსილების გადამეტების ნაცვლად წამების მუხლით უნდა გაგრძელდეს.

მთავარ პროკურატურა გამოძიების შესახებ დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები