კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
„ცენტრ-პოინტის“ ლაბირინთებში
წარმატებული სამშენებლო ბიზნესიდან ფინანსურ ლაბირინთებში ცენტრპოინტი სკანდალში 2008 წლიდან გაეხვა

. მენაშენესა და კომპანიას შორის დადებული ხელშეკრულება ხშირ შეთხვევაში არასრულყოფილი იყო.

არ იყო გაწერილი სანქციები, რომელიც სამუშაოს შემსრულებელს დაეკისრებოდა.  ასევე, იყო შემთხვევები, როცა ბინები ზეპირი შეთანხმებით იყიდებოდა - ანუ თუ დღეს მოქალაქე სამშენებლო კომომპანიაში მიდის და სასურველი კორპუსის კონკრეტულ ბინას იურიდიულად იფორმებს, ეს პროცედურა წლების წინ არ ხდებოდა. ამ კუთხით სამართლებრივი რეგულაციები 2005 წლის შემდეგ მოგვარდა.

„ცენტრ პოინტი ჯგუფი“ წარმოადგენს 70-ზე მეტი  სხვადასხვა კომპანიის გაერთიანებას, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოში ყველაზე დიდ სამშენებლო სკანდალში. ის დაარსეს ყოფილმა პარლამენტარებმა, ვახტანგ რჩეულიშვილმა და რუსუდან კერვალიშვილმა, რომლებიც ასევე ფლობენ ამ ჯგუფში შემავალ კომპანიებს.

სპეციალისტების აზრით, კომპანიის საქმიანობაში ფინანსური პირამიდის ნიშნები ჩანს.

სამშენებლო კომპანიის საქმიანობა  მასშტაბურ ფინანსურ სკანდალად  2012 წელს შეფასდა - შესაბამისი  საერთაშორისო გამჭვირვალობამ  კვლევა ჩაატარა .  სქემის  მეშვეობით „ცენტრ პოინტი ჯგუფმა“ ათასობით კლინეტისგან 310 მილიონ დოლარზე მეტი მიიზიდა, რომელიც თბილისსა და სხვა ქალაქებში ობიექტების მშენებლობას უნდა მოხმარებოდა.  შედეგად თითქმის 6,200-მა ოჯახმა (დაახლოებით 30,000 ადამიანი) დაკარგა მათ მიერ გადახდილი თანხები და ასევე ბინები, რომლის უმეტესობაც ჯერ კიდევ აუშენებელი ან დაუსრულებულია.

2010 წელს, როდესაც უკმაყოფილო კლიენტების რაოდენობამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ცენტრ პოინტის საქმეში ჩნდება კომპანია „დექსუსი“.  რომელსაც სამშენებლო კომპანიის ყველა ვალდებულება გადაიბარა, მშენებლობების დასრულების პირობით.  თუმცა, „დექსუსი“ მხოლოდ  კედლების მშენებლობით შემოიფარგლა, ხოლო მშენებლობის დასრულებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ხარჯების დაფარვა თავად დაზარალებულ კლიენტებს დააკისრა. გარდა ამისა, დასრულებულ ბინებზე საკუთრების რეგისტრაციისთვის „დექსუსმა“ კლიენტებს დამატებითი ღირებულების გადასახადის (დღგ) გადახდა მოსთხოვა, რაც თითოეული ბინის საერთო ღირებულების 18 პროცენტს შეადგენს. დექსუსის დამფუძნებელმაც მოღვაწეობა დაკავებით დაასრულა. ივანე ცაგურიას ბრალი დიდი ოდენობის თანხების მითვისების მუხლით 2013 წელს წაუყენეს. ამის შემდეგ საქმეში ისევ „ცენტრ პოინტი ჯგუფი“ ფიგურირებს და „დექსუსს“ ვალდებულებები ჩაეხსნა.

ფინანსური ლაბირინთის კიდევ ერთი დეტალი - ცენტრ-პოინტის მენეჯმენტმა კრიზისიდან გამოსასვლელად ახალი საინვესტიციო კომპანია „ცენტრ პოინტ ინვესტი“  შექმნა. რომელიც მოქალაქეებისგან ფულს სესხის სახით იღებდა და პროცენტებს იხდიდა.

შესული თანხები  კი სამშენებლო პროექტების გაგრძელებას უნდა მოხმარებოდა.

დღეს დაზარალებულთა შორის არამხოლოდ ბინათმფლობელები, არამედ ინვესტორებიც არიან, რომლებსაც კომპანიამ კუთვნუილი  თანხები არ დაუბრუნა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები