კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
საერთაშორისო კონფერენცია ბათუმში
ბათუმში საერთაშორისო კონფერენცია საქართველოს ევროპული გზა გრძელდება.

კონფერენციის მონაწილეებს საქართველოს პრემიერმა და ევროკომისარმა იოჰანეს ჰანმა უკვე მიმართეს. ევროკომისრის თქმით, ვიზალიბერალიზაციას საქართველო სავარაუდოდ ოქტომბერში მიიღებს.

ევროკომისარი აცხადებს, რომ ამისთვის ყველაფერს გააკეთებს და ახლა ევროკავშირზეა დამოკიდებული, შეასრულოს დაპირება.

"კარგად ვიცი, რომ ვიზალიბერალიზაცია საქართველოს მთავრობის მთავარ პრიორიტეტად რჩება. საქართველომ შეასრულა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისიწინებული ყველა ვალდებულება, რაც ევროკომისიამ შარშან დეკემბერში დაადასტურა. ნამდვილად, ეს არის ჭეშმარიტი წარმატება. ამ საკითხს მხარს უჭერს ქართული საზოგადოება და ყველა მთავარი პოლიტიკური პარტია. მოუთმენლად ველი დღეს, როდესაც საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ ევროკავშირში ვიზების გარეშე გადაადგილებას. დარწმუნებული ვარ, ეს დღე არ არის შორს. ყველაზე ბოლო ვადა ოქტომბერია,"- განაცხადა იოჰანეს ჰანმა.

ევროკომისარმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, საქართველოს პრემიერმინისტრთან ერთად, მე-13 საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.

გიორგი კვირიკაშვილთან ორმხრივი შეხვედრაც გაიმართა. ევროკომისარმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველომ ყველა ვალდებულება შეასრულა, წარმატებული რეფორმების ხარჯზე..

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები