გურამ
რჩეულიშვილი პატიმრობაში რჩება.
საქალაქო სასამართლომ ბრალდებულს გირაოს სანაცვლოდ
გათავისუფლებაზე უარი უთხრა. ადვოკატი აღკვეთის ღონისძიების
შეცვლას და 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა.
დღევანდელ პროცესზევე მას ბრალი ოფიციალურად გააცნეს.
გურამ რჩეულიშვილი ადასტურებს, რომ სადაო დოკუმენტებზე მას ხელი
მოწერილი აქვს, თუმცა წაყენებულ ბრალს არ აღიარებს. იგი არ
ეთანხმება პროკურატურის არგუმენტებს წაყენებულ ბრალთან დაკავშირებით.
რჩეულიშვილის ადვოკატმა ათიათასლარიანი გირაოს შუამდგომლობასთან
ერთად, სასამართლოს დამატებითი ღონისძიებების გამოყენება, მათ
შორის, ბრალდებულისთვის პასპორტის ჩამორთმევა და „ცენტრ
პოინტში“ უფლებამოსილების განხორციელების შეზღუდვა
შესთავაზა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ეს შუამდგომლობა და წინასწარი
პატიმრობის გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
საქალაქო სასამართლოში სხდომას ესწრებოდნენ გურამ რჩეულიშვილის
ოჯახის წევრები და მეგობრებიც. ისინი დაკავებულების პატიმრობაში
დატოვებას აპროტესტებენ და საგამოძიებო მოქმედებების ობიექტურობაში
ეჭვი შეაქვთ.
განცხადებები გაკეთდა სალომე ჩარკვიანის საკითხზე - პროცესის
დამსწრეები ფიქრობენ, რომ სალომე ჩარკვიანის დაკავება უსამართლობაა,
რადგან მას არ გააჩნდა სათანადო ბერკეტები, რათა ბრალდებაში აღწერილი
საქმიანობა განეხორციელებინა.
ცენტრ პოინტი ჯგუფის სკანდალზე ამ დროისთვის 4 პირია დაკავებული.
ოთხივეს თანხის გაფლანგვაში და მითვისებაში ადანაშაულებენ.
ისინი წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან.