სახალხო დამცველს თანამშრომლები სასამართლოში უჩივიან.
უჩა ნანუაშვილს თანამშრომელთა დისკრედიტაციაში
ადანაშულებენ.სარჩელი სასამართლომ წარმოებაში უკვე მიიღო. სახალხო
დამცველი ბრალდებებს არ ეთნხმება და მზად არის საკუთრი სიმართლე
სასამართლოში დაამტკიცოს.
გაუმჭვირვალე მმართველობის სისტემა, ერთპიროვნული
გადაწყვეტილებების მიღება და თანამშრომელთა დისკრიმინაცია - ამ
ბრალდებების ადრესატი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილია. აღნიშნულთან
დაკავშირებით, სასამართლოში სამმა თანამშრომელმა სარჩელი უკვე
შეიტანა.
სახალხო დამცველის ოფისის საქმისწარმოებისა და ადამიანური
რესურსების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის ილია ჭანტურაიას თქმით, მის
მიმართ დისციპლინური დევნის დაწყების საფუძველი გახდა მის მიერ
სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია აპარატის ცალკეულ
თანამშრომლებზე გაცემული პრემიების შესახებ. ასევე სტუდია „მონიტორის“
მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის ჩანაცვლების პროცედურები.
სახალხო დამცველის აპარტის კიდევ ორი თანამშრომელი, რომლებმაც
ნანუაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, ნანუაშვილს
დისკრიმინაციაში ადანაშაულებენ. თუმცა, მაია ლიპარტელიანი და გიორგი
ქაჯაია დღეს კომენტარის გაკეთებას მოერიდნენ.
რაც შეეხება ნანუაშვილის პირველ მოადგილეს, პაატა ბელთაძეს.
მაესტროს ინფორმაციით, მან სახალხო დამცველის დაჟინებული მოთხოვნის
შედეგად, პირადი განცხადების საფუძველზე თანამდებობის დატოვების
შესახებ განცხადება უკვე დაწერა.
ამ ფაქტს ნანუაშვილი უარყოფს.
პაატა ბელთაძე სატელეფონო საუბარში აცხადებს, რომ
შვებულების დასრულების შემდეგ ამასთან დაკავშირებით საგანგებო
განცხადებას გააკეთებს.
თავად უჩა ნანუაშვილი ყოფილი და მოქმედი თანამშრომლების ბრალდებებს
არ ეთანხმება და სასამართლოში სიმართლის დამტკიცებას დოკუმენტურად
აპირებს.
სახალხო დამცველის თანამშრომლების სასარჩელო მოთხოვნებს,
სასამართლომ მათი საქმეები წარმოებაში უკვე მიიღო და პროცესები ახლო
მომავალში გაიმართება.