ვინ გააგრძელებს ოცნებას და ვინ წავა სახლში
- სახელისუფლებო პარტიის გუნდის განახლების პროცესი გადამწყვეტ
ფაზაშია
პრემიერმა ახალი სახეები
დაასახელა და დიდ პარტიულ განახლებას გაუსვა ხაზი... სად მიდიან ,
სპორტსმენები, რეჟისორები ,მუშტი-კრივის მოყვარულები, სტალინის
თაყვანისცემლები და რით იქნება განსხვავებული ახალი გუნდი
პიონერი მეოცნებეებისგან.
მერვე მოწვევის პარლამენტი -
მეტწილად კვალიფიციური და გამოცდილი პოლიტიკოსებით დაკომპლექტებული,
მაგრამ აუცილებელი ანტურაჟით - სპორტსმენებით, მსახიობებით
,რეჟისორებით, ექიმებითა და ჟურნალისტებით შევსებული ტრიბუნებით.
სავარაუდოდ მომდევნო მოწვევის პარლამენტში მმართველი გუნდი სცენიდან
პოლიტიკაში მოსულ მსახიობებსა და ტატამიდან პირდაპირ პარლამენტში
დისლოცირებულ სპორტსმენებს, მანდატს არც ანდობს.
საკანონმდებლო ორგანოს ,,ძველი
სახეები“ კონკრეტული და კატეგორიული პასუხებისგან თავს იკავებენ,
თუმცა წყენას მაინც ვერ მალავენ.
განახლებული სიის მიღმა, შესაძლოა
ის დეპუტატებიც აღმოჩნდნენ, რომლებსაც არც კინოში შეუსრულებიათ
მთავარი როლი, არც სცენაზე გამოსულან ბისზე და არც სპორტული
შეჯიბრების დროს დაუმშვენებია მათი მკერდი ოქროს მედლებს. დღეს ეს
აქტიური დეპუტატებიც წყენას ვერ მალავენ. ბევრი ამ დრომდე ფიქრობს,
რომ საარჩევნო გადათამაშება პოლიტიკურ კულისებში არ დატოვებთ.
ამერიკასა და ევროპაში განათლებამიღებული კადრებით ძველების
ჩანაცვლებას ჩვეულებრივ პროცეს უწოდებენ, თუმცა შესაძლოა ბევრისთვის
ეს პროცესი კარიერის დასასრული იყოს, ბევრისთვის კი ახალი კარის
გახსნა
“ქართულ ოცნებასთან“ ან ცალკე მე
ვიქნები პოლიტიკაში“,-აცხადებს უმრავლესობის წევრი, დავით
ლორთქიფანიძე.
ახლა, როცა საარჩევნო ტემპერატურა
ამინდზე მეტად ,უკვე პარტიულ შერკინებაზეა დამოკიდებული.
დეპუტატების ჯერ გადარჩევა, შემდეგ კი არჩევა - განაწყენებულთა და
პირიქით - გახარებულთა რიგებს ბევრჯერ დააყენებს კითხვის
ნიშნის ქვეშ. თუმცა, მთავარი მაინც ისაა, ახალი პარლამენტის მუშაობის
4 წლის თავზე, ვის რა ექნება სათქმელი, ან გასახსენებელი