გირაოს
სანაცვლოდ გათავისუფლება არ იქნება- მოსამართლემ გურამ რჩეულიშვილი
პატიმრობაში დატოვა
. მას ბრალი ოფიციალურად გააცნეს, ადვოკატი აღკვეთის
ღონისძიების შეცვლას და 10 ათას ლარიანი გირაოს შეფარდებას
ითხოვდა. დღევანდელ პროცესზევე მას ბრალი ოფიციალურად
გააცნეს
. რა ბედი ელის სალომე ჩარკვიანს რომლის დაკავებასაც პოლიტიკოსთა
და უფლებადაცველთა ნაწილი გაუგებრობას უწოდებს.
„ადამიანი,რომელიც შესულ ადამიანებს ხვდება და ამის იქით არაფერი
„-
ასე აღწერს ცენტრ პოინტის ერთ-ერთი დამფუძნებელი, რუსუდან
კერვალიშვილი ბათუმის „მაგნოლიას“ სკანდალზე დაკავებულის
ფუნქციებს.
რუსუდან კერვალიშვილის განცხადებით, სალომე ჩარკვიანი კომპანიაში
2004-დან 2006 წლის დასაწყისამდე მუშაობდა და სტრატეგიული
მნიშვნელობის გადაწყვეტილებებში არ მონაწილეობდა. რჩეულიშვილების
ოჯახის გადაწყვეტილებით, მას მხოლოდ საზოგადოებასთან ურთიერთობა
ევალებოდა.
რუსუდან კერვალიშვილი: "კომპანიაში, იმ დროს როდესაც მეც
ვმუშაობდი, გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე, არცერთ ადამიანს ჩვენს
კომპანიაში ჩვენს გარეშე არასოდეს არავითარი გადაწყვეტილება არ
მიუღია“
რჩეულიშვილების ოჯახი და ცენტრ-პოინტის მენეჯმენტი ცალსახად
აღნიშნავს, რომ სალომე ჩარკვიანის ბრალდება საფუძველს მოკლებულია.
ისინი საგამოძიებო უწყებას ბრალდებულის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას
სთხოვენ.
„გამოუშვან სალომე, ხუხულასავით დაენგრევათ საქმე“-აცხადებს
ვახტანგ რჩეულიშვილი:
„მიუხედავად იმისა, რომ მე ახლა ვდგავარ ჩემი ძმის სასამართლო
პროცესზე, პირველ რიგში, თავისუფლება სალომე ჩარკვიანს. ცენტრ პოინტის
დამფუძნებლებიდან დაწყებული, ამ გოგოზე ყველა ადასტურებს, რომ ეს გოგო
არის უდანაშაულო“.-აცხადებს ცენტრ პოინტის ერთ-ერთი დამფუძნებლის,
რუსუდან კერვალიშვილის შვილი, ჟურნალისტი ნინო დარასელი.
სკანდალში გახვეული სამშენებლო კომპანიის დამფუძნებლების პოზიციის
მიუხედავად, პროკურატურა ბრალდების გადახედვას არ
აპირებს.
„საქმეზე გვაქვს წერილობითი მტკიცებულებები, ასევე არაერთი მოწმის
ჩვენება, შპს მაგნოლიას თანამშრომლების ჩვენებები, უშუალოდ „ცენტრ
პოინტ აჭარას“ თანამშრომლების ჩვენებები, რითაც დგინდება, რომ
ბრალდებულთა მიერ არის მითვისებული“,- აცხადებს საქმის პროკურორი
დავით გუმბერიძე:
სალომე ჩარკვიანის ადვოკატმა მოსამართლეს 6 დეპუტატის მიერ
ხელმოწერილი თავდებობის წერილი და პატრიარქის შუამდგომლობა
წარუდგინა. თუმცა მოსამართლემ არცერთი მათგანი არ გაითვალისწინა.
სალომე ჩარკვიანის გათავისუფლების მოთხოვნით სპეციალური პეტიციაც
მომზადდა. ამ დროისთვის დოკუმენტს 7 ათასზე მეტი ხელმომწერი
ჰყავს.