კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ტერაქტი ნიცაში - ცხელი ხაზი +33 7 83 31 86 89
საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +33 7 83 31 86 89

ნიცაში მომხდარი თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი  84მდე  გაიზარდა.

დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც.  ტერორისტული აქტის შედეგად     ასობით ადამიანი დაშავდა  18 მათგანის  მდგომარეობა კი კრიტიკულია.

მომხდარი    მსოფლიო ლიდერებმა დაგმეს. ერთ-ერთი პირველი ვინც ფრანგ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაქ ობამა იყო.

ამერიკული მხარე მზად არის დახმარებისთვის საფრანგეთში სპეციალური ჯგუფი მიავლინოს, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებას ფაქტის გამოძიებასა და დამნაშავეთა გამოვლენა-დაკავებაში დაეხმარება.

მომხდარს ევროპის საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი და ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრიც  გამოეხმაურა.

ტერაქტი დაგმო გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც.

ნიცაში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, საქართველო  საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.

სადაც ნათქვამია,  რომ საფრანგეთში საქართველოს  საელჩოში  ტერორისტული აქტის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დაღუპვის და  დაშავების შესახებ  ამ ეტაპზე   არანაირი ინფორმაცია არ შესულა.

საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +33 7 83 31 86 89

საფრანგეთში, ქალაქ ნიცაში მომხდარ ტერორისტულ აქტთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: +33 7 83 31 86 89.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ხალხმრავალ ადგილებში გადაადგილებისაგან და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ცხელ ხაზს.

ცხელი ხაზი ფუნქციონირებს ასევე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 09:00-დან 18:00 საათამდე  - (+995 32) 294 50 50;  24 საათის განმავლობაში - (+995) 577 98 40 20.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები