ნიცას ლაჟვარდოვანი სანაპირო
სისხლიანი ქრონიკის მოწმე გახდა.
ნიცაში
მომხდარი
ტერაქტის
შედეგად
გარდაცვლილთა
რიცხვი
84-მდე
გაიზარდა.
ამის შესახებ საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ამ დრომდე საავადმყოფოებში კრიტიკულ მდგომარეობაში
18 ადამიანი რჩება.
საფრანგეთში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი, რომელსაც 26 ივლისს
ეწურება ვადა, 3 თვით გახანგრძლივდება. ამის შესახებ საფრანგეთის
პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა განაცხადა.
ნიცაში მომხდარი ტერაქტის შედეგად
დაშავებულთა შორის ბრიტანეთის, დანიის და ავსტრალიის მოქალაქეებიც
არიან.
დაშავებულთა შორის ბოლო
ინფორმაციით, არ არიან საქართველოს მოქალაქეები. საქართველოს საგარეო
საქმეთა სამინისტრო ცხელი ხაზის ნომერს
ავრცელებს +33 7 83 31 86 89.
გუშინ ადგილობრივი
დროით 23:00-ზე ნიცაში, სადაც მოსახლეობა ეროვნულ დღესასწაულს,
ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში უზარმაზარი სატვირთო
ავტომობილი შევარდა. თვითმხილველების ცნობით, მძღოლი განგებ ატარებდა
მანქანას ისე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი
ემსხვერპლა.
ტერორისტმა დაახლოებით 2
კილომეტრი გაიარა, რის შემდეგაც სატვირთო მანქანა გააჩერა და იქ მყოფ
ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა
თავდასხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.
საფრანგეთში ადმინისტრაციულ
შენობებზე დროშებია დაშვებული