კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ტერაქტი ნიცაში

 

 

კაცი: უამრავი ადამიანი იყო ძირს. ვცდილობდი ამ საშინელებისთვის არ შემეხედა. ძალიან მტკივნეული იყო.

ასე იხსენებენ თვითმხილველები ტრაგიკულ ღამეს. დაღუპულთა რაოდენობა 84 აღწევს, ასზე მეტი კი  დაშავებულია. გარდაცვლილთა შორის 10 ბავშვია.

სინქ: ბერნარ კაზნევი „ტერორისტებთან ომის პირობებში ვართ, მათ სურთ, ჩვენზე დარტყმა ნებისმიერ ფასად მიიტანონ“.

სისხლიანი სანაპირო  საფრანგეთის პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა  მოინახულეს. ხელისუფლების გადაწყვეტილებით, საფრანგეთში ხვალიდან სამდღიანი გლოვაა გამოცხადებული;

„ამ დროისთვის 50 ადამიანი კრიტიკულ მდგომარეობაშია. გარდაცვლილებს შორის არიან ფრანგები და უცხოელები. ასევე სულ მცირე 10 ბავშვი დაიღუპა. ბავშვები, რომლებიც საკუთარ ოჯახებთან ერთად მოვიდა ფოიერვერკის სანახავად, რათა შეეგრძნოთ ის ბედნიერება და სიხარული რაც მათ ელოდათ”,-განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მედიაში სავარაუდო დამნაშავის შესახებ უკვე ღიად საუბრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, მასობრივი მკვლელობა 31 წლის ტუნისელმა მამაკაცმა - მუჰამედ ბულელმა ჩაიდინა, რომელიც ნიცაში ცხოვრობდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არც ერთ ტერორიტულ ორგანიზაციას არ აუღია.

მანუელ ვალსი: საფრანგეთის პრემიერი: საფრანგეთი კიდევ ერთხელ გახდა არაადამიანური ტერორისტული აქტის მომსწრე. მინდა ფრანგ ხალხს ვუთხრა, რომ ჩვენ არ დავნებდებით და ყველა ძალის გამოყენებით წინ აღვუდგებით ტერორისტულ საფრთხეს. ჩვენ ერთიანობა და სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ.

ნიცაში საზარელი ტერორისტული აქტი ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:00 საათზე მოხდა. მაშინ, როცა მოსახლეობა ქუჩებში იყო გამოსული და ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა.

დამნაშავე, სატვირთო ავტომობილით ხალხში შეიჭრა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი განგებ ატარებდა მანქანას ისე, რომ რაც შეიძლება მეტი მსხვერპლი ყოფილიყო. ტერორისტმა ხალმრავალ ადგილზე  დაახლოებით 2 კილომეტრი  გაიარა.  შემდეგ  სატვირთო მანქანა გააჩერა და იქ მყოფ ადამიანებს ცეცხლი გაუხსნა.

მასობრივი მკვლელობიდან რამდენიმე წუთში  ადგილზე  სამართალდამცველები მივიდნენ. თავდასხმელი ადგილზე მოკლეს.

თანამზრახველების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. სატვირთო მანქანაში კი დიდი რაოდენობით იარაღი და  ასაფეთქებელი მოწყობილობები აღმოჩნდა.

მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ქალაქი პანიკამ მოიცვა.    მოსახლეობა გაქცევას და უსაფრთხო თავშესაფრის პოვნას ცდილობდა.

დაშავებულები სხვადასხვა კლინიკებში გადაიყვანეს. ტრაგიკული ღამის შემდეგ ნიცაში ტერორისტული საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები