კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
როგორ ვითარდებოდა პროცესები თსუ-ში

სენატის არჩვენებმა მშვიდ ვითარებაში ჩაირა თუმცა ზუსტად 4 თვის წინ სახელმწიფო უნივერსიტეტში

პროცესები ხმაურიანად მიმდინარეობდა. ორად გაყოფილი სტუდენტები  აქციებს ერთი თვის განმავლობაში მართავდნენ. რატომ დაიწყო და რით დასრულდა სტუდენტური მღელვარება.

2016 წლის 7 მარტი -  თბილისის სახელმწიფო უნიერსიტეტში სტუდენტები ერთამანეთს დაუპირსიპირდნენ და  ნაწილმა საპროტესტო აქციები დაიწყო. აუდიტორია 115 ში გაერთიანებულებმა სტუდენტური თვითმართველობის რეორგანიზაცია, სასწავლებელშიე.წ  ოდეერების ინსტიტუტის არსებობა  და უნივერსიტეტის კანცლერის კანდიადტად  გიორგი გაფრინდაშვილის არჩევა გააპროტესტეს.

აუდიტორია 115 -ს გაფრინდაშვილს ყოფილ მმართვლ გუნთან თანამშრომლობაში ადანაშულებდა.  ვაკანტურ პოსტებზე არჩევნები სავარაუდოდ ახალი სასწავლო წლის დასაწყისამდე ჩაინიშნება.

აუდიორია კი 115 განთლების კანონის ფუნდამენუტური ცვლილებების მოთხოვნით სექტემბრიდან საპროტესტო აქციებს ისევ ააანონსებს.

გიორგი გაფრინდაშვილი კანდიდატურის მოხსნის რეალურ მიზეზს განმარტავას. კანცლერობის  ერთად ერთ კანდიდატს, კანდიდატურის მოხსნა ქვეყნის პრემიერმა სთხოვა. გაფრინდაშვილის რეაქცია მწვავე იყოს თუმცა

რატომ უნდა გადამდგარიყო გაფრინდაშვილი - აუდიტორია 115-ის წევრები განმარტავენ -მათ აზრი ორი თვის შედეგაც არ შეუცვლიათ და მოთხოვნებს დღესაც სამართლიანს უწოდებენ.

2016 წლის 14 მარტი - ორი საპროტესტო აქცია უნივერსიტის ეზოში. გიორგი გაფრინდაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ აუდიტორია 115 ის პარლალელურად  აქციები თვითამრთველობის წევრებმაც დაიწყეს. მათ უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს.

სახელმწიფო უნივერსიტეტში ე.წ ოდეერების არსებობა ლადო პაპავამ თავდაპირველად უარყო მოგვიანებით კი დაადასტურა. კატეგორიულად გამორიცხა პოსტის დატოვება . პაპავას განცხადებების შემდეგ ორად გაყოფილმა სტუდეტებმა ეზოდან უნივერსიტეტის შენობაში გადაინაცვლეს და საპროტესტო აქციები უკვე რექტორის კაბინეტთან დაიწყეს.

15 მარტი - რამდენიმე უშედეგო ცდის შემდეგ ლადო პაპავას კაბინეტი და სავარძელი „ოკუპირებულია“

30 მარტი - 23 დღიანი საპროტესტო აქციების შემდეგ ლადო პაპავამ აზრი შეცივალა და რექტორის პოსტი დათმო. მოვალეობის შესრულებლად კი დარეჯან თვალთავლაძე დაინიშნა.

ხმაურიანი აქციები შეწყდა თუმცა აუდიტორია 115 - პეტრე მელიქიშვილის კაბინეტში ისევ რჩება და განათლების შესახებ კანონში შესწორებებს ამ დრომდე  ითხოვს.  ვაკანტურია სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის და კანცლერის პოსტები, სტუდენტური თვითმართველობის თავმჯდომარის  თანამდებობა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები