კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
პატარაძე - აჭარის მთავრობის ახალი თავმჯდომარე
მეთაური დამტკიცებულია-ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავჯდომარეა.

მინისტრთა კაბინეტის წევრებს კი უმაღლესი საბჭო მხარდაჭერას ხვალ გამოუცხადებს. გავრცელებული ინფორმაციით სამთავრობო გუნდში მხოლოდ ეკონომიკის მინისტრი შეიცვლება...

დიპლომატიიდან პოლიტიკაში - აჭარას მთავრობის ახალი მეთაური ჰყავს, ის რიგით მეორეა, მას შემდეგ რაც ხელისუფლებში ქართული ოცნებაა. ზურაბ პატარაძე მშობლიურ ბათუმში ასტანადან დაბრუნდა, ყაზახეთში საქართველოს უკვე ყოფილმა ელჩმა ახლა აჭარის რეგიონის განვითარებაზე უნდა იზრუნოს.

პროფესიით ეკონომისტს, 12 წლიანი დიპლომატიური კარიერით უმაღლეს საბჭოში მხარდამჭერების მოპოვება არ გასჭირვებია.ზურაბ პატარაძე 12 ხმით არჩეული თავმჯდომარეა, მთავრობის ახალ მეთაურს მხარი ოცნების გუნდთან ერთად  ოპოზიციიდან ორმა დაუჭირა -  ალასანიას თანაგუნდელების თავისუფალი არჩევანი პატარაძის სასარგებლოდ იყო. ახალმა მეთაურმა დამოუკიდებელი დეპუტატის ჯემალ ფუტკარაძის ხმაც მიიღო.

“ნაციონალურმა მოძრაობამ” სხდომათა დარბაზი დატოვა, მაშინ როცა თავმჯდომარის არჩევის საკითხი კენჭისყრაზე დადგა. დარბაზში არც დამოუკიდებელი დეპუტატი მედეა ვასაძე დარჩა.

ამ განწყობების მიუხედავადაც ზურაბ პატარაძემ უმაღლესი საბჭოს ტრიბუნიდან ყველა პოლიტიკურ ძალას აქტიური თანამშრომლობა შესთავაზა. ამისთვის ახლა თავმჯდომარეს გარანტირებული 2 თვე აქვს, შემდეგ არჩევნებია.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები