კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
კორძაია-ჯანყარაშვილის საქმე
სად გაქრა 5 მილიონი ევრო? კეზერაშვილ-ნინუას სასამართლო პროცესი ბრალდების მხარემ ისევ გააცდინა

. დაცვის მხარე ეჭვობს, რომ პროკურატურას მტკიცებულებები არ აქვს და პროცესს განგებ აჭიანურებს. საქმე 2008 წელს თავდაცვის სამინისტროს მიერ გეგმიური წვრთვნისთვის გადარიცხულ თანხას ეხება. წვრთნა არ ჩატარდა და ბრალდება ვარაუდობს, რომ თანხა ოფშორში გადაირიცხა.

კეზერაშვილისა და ნინუას ადვოკატები სასამართლოში ზუსტად 13 საათზზე გამოცხადნენ, თუმცა  უშედეგოდ. პროცესი უკვე მესამედ გადაიდო,ბრალდების მხარის მოთხოვნით. პროკურატურამ სასამართლოს  წერილით მიმართა სადაც ოფიციალურ მიზეზად სემინარზე ყოფნა დაასახელა.

დაცვის  მხარე ფიქრობს, რომ პროკურატურა პროცესს მიზანმიმართულად აჭიანურებს... ადვოკატების ბრალდებას ბრალდების მხარე არ პასუხობს.

დღევანდელ პროცესზე მხარეებს მტკიცებულებები უნდა წარმოედგინათ. პროკურატურა  თავდაცვის ყოფილ მინისტრს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონი ევროს გაფლანგვას ედავება. ბრალდების მხარის მტკიცებით, კეზერაშვილმა 2008 წელს, გეგმიური სამხედრო წვრთნისთვის თანხა გამოყო, თუმცა დაანონსებული სწავლება არ შედგა. თანხა კი ოფშორში დარეგისტრირებულ კომპანიას გადაერიცხა.

ბრალდების მხარის ინფორმაციით, კეზერაშვილის დანაშაულებრივ სქემაში ჩართული იყო შესყიდვების სამსახურის უფროსი.

ალექსანდრე ნინუა პატიმრობაში უკვე იმყოფებოდა თუმცა იარაღის შენახვის ბრალდებით. ის პირობით ვადაზე ადრე გაათავისუფლეს. ყოფილი საჯარო მოხელე ამტკიცებდა, რომ მას დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ ჩვენების მიცემას აიძულებდნენ...

დავით კეზერაშვილი ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს. თავდაცვის ყოფილი მინისტრი ინტერპოლმა ძებნილის სიიდან ერთი წლის წინ ამოიღო. ქართულ მხარეს ექსტრადირებაზე უარი ჯერ საფრანგეთმა, შემდეგ კი დიდმა ბრიტანეთმა უთხრა.

გამოძიბა დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ თავდაპირველად 5 საქმეზე დაიწყო. ეგრეთწდოებული სპირტის ბიზნესზე, ყოფილი მინისტრი გამართლდა. ამჯამად გამოძიება კეზერაშვილს ქონების ჩამორთმევისა და 7 ნოემბრის მოვლენებზე ედავება.

რაც შეეხება „რიყის“ საქმესს, კეზერაშვილი პირველმა ინსტანციამ ამ ეპიზოდში უდანაშაულოდ ცნო, საქმე მეორე ისტანციას გადაეცა...

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები