კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ჯარისკაცობიდან ტერორისტობამდე
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული, საშიში და გავლენიანი ტერორისტის დაღუპვა

დადასტურდა. ომარ- ალ შიშანის ოჯახი სამძიმარს იღებს.

ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს უკვე 21 ხეობელი ემსხვერპლა, მათ შორის ახლა უკვე ჟღალი გენერალია.

დაკეტილი სახლი

სახლი სადაც 29 წლის წინ თარხან ბათირაშვილი დაიბადა ახლა ცარიელია. დღეს აქ არც წითელწვერა მოჯაჰედია და არც მისი ჭირისუფალი.

სოფელ ბირკიანში თარხან ბათირაშვილს გლოვობენ- ტერორისტული ორგანიზაციის საველე მეთაურს-ომარ ალ შიშანს. მათთვის დღეს ის გმირია, ხეობიდან უსამართლობას გაქცეული პანკისელი მამლუქი.

ალი ქავთარაშვილი...“ის გმირია და მთელი ქვეყანა უნდა გლოვობდეს“-აცხადებს პანკისში მცხოვრები;

პანკისელი ნელისა ცათიაშვილის თქმით,  ტერორისტს ეძახდნენ ვინც არ იცნობდა, მაგრამ ის ძალიან კარგი იყოო, საქართველომ ვერ დააფასა

თარხან ბათირაშვილიდან ომარ ალ შიშანამდე გზა რამდენიმე ომზე გადის. მათ შორის 2008 წლის რუსეთ -საქართველოს ომზე.  ქართული არმიის დაზვერვის სერჟანტი ცხინვალის მისადგომებთან რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა. ომის შემდეგ კი იაღარის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს. 16 თვიანი პატირმობის დასასრული, ბევრი პანკისელისთვის უკვე ტრადიციულად ქცეული გზის დასაწყისი აღმოჩნდა.  თურექთის გავლით სირიაში-ჯარისკაცი თარხან ბათირაშვილი ექსტრემისტი ომარ ალ შიშანი გახდა.

თარხან ბათირაშვილისა და ეგრეთწოდებული ისლამური სახელმწიფოს კავშირი 2013 წლიდან იწყება. კავკასიოლოგი სიმონ გურეშიძე გვიყვება რომ ბათირაშვილის მოღვაწეობას დასავლური და ირანული წყაროები განსხვავებულად აღწერენ.

სიმონ გურეშიძე.....მისი დაგეგმილი ოპერაციები იყო კარგი მაგრამ დიდ მსხვერპს არ ერიდებოდა, თუმცა მისი გვარი მაშტაბურ ოპერაციებს არ უკავშირდება

ჟღალი გენერლის სახელით ცნობილი ბათირაშვილის დაღუპვის ცნობა ამჯერად ეგრეთწოდებულმა ისლამურმა სახელმწიფომ თავად დაადასტურა. მათი ინფორმაციით რადიკალ ჯიჰადისტთა ლიდერი ქალაქ მოსულთან ახლოს შეტაკებებისას დაიღუპა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები