კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
პრემიერისა და პრეზიდენტის პირველი კომენტარები უშიშროების საბჭოს შემდეგ
პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქართული მხარე

თურქეთში მოვლენების განვითარებას შეშფოთებით აკვირდება და ყველა საზღვარზე კონტროლი გაძლიერებულია.
მთავრობის მეთაურის თქმით, სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში თურქეთთან საზღვარი ჩაიკეტება.

"ჯერჯერობით, ჩრდილო–აღმოსავლეთ თურქეთში, რომელიც ჩვენ გვესაზღვრება, არანაირი არეულობა არ შეინიშნება. ვფიქრობ, ჩვენს მხარეს სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არანაირი რისკები არ არსებობს. ავიაკომპანიებმა შეაჩერეს ფრენები. გვქონდა ზარები ჩვენი თანამოქალაქეებისგან, რომ ისინი აიყვანეს თვითმფრინავში და თვითმფრინავი ვერ გამოფრინდა. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურ კონტროლს ვახორციელებთ და გვაქვს ცხელი ხაზები გახსნილი, როგორც სტამბულში, ასევე თბილისში", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრებთან ერთად, ამ წუთებში, უშიშროების საბჭოს სხდომაზე იმყოფება, რომლის მოწვევაც პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას გადაწყდა.
"იმედი გვაქვს, მალე დაწყნარდება სიტუაცია და დაუბრუნდება ჩვეულებრივ კალაპოტს. უახლოეს პერიოდში დამატებით ინფორმაციას კიდევ მოგაწვდით. ჯერჯერობით, საქართველოს მხარეს არანაირი ინცინდენტი არ ყოფილა, ჩრდილო-აღმოსავლეთ თურქეთში, საქართველოს მოსაზღვრე ტერიტორიაზე სიტუაცია საკმაოდ მშვიდია, ამიტომ არანაირი შეშფოთების საფუძველი ამ შემთხვევაში არ გაგვაჩნია. საზღვრებზე კონტროლი გაძლირებულია, თურქეთის მიმართულებით, სავარაუდოდ, ჩავკეტავთ და ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გამოჩნდება შემდგომი მოქმედების გზები, რა იქნება უფრო მიზანშეწონილი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.


Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები