კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
რა გავლენას მოახდენს რეგიონზე თურქეთის ამბოხი
თურქეთში სამხედრო გადატრიალება საქართველოს მძიმე შედეგებს  მოუტანდა

-ასე დასკვნებს აკეთებენ ისტორიკოსები და თურქეთმცოდნეები. მათი განმარტებით, ეს პროცესი უარყოფით გავლენას მოახდენდა ორი ქვეყნის ურთიერთობაზე და საქართველოს ეკონომიკაზე. ისტორიკოსები თურქეთ -საქართველოს  საზღვრის კონტროლის მნიშვნელობაზე საუბრობენ და ფიქრობენ, რომ სამხედრო ამბოხება მხოლოდ თურქეთში დაგეგმილი პროცესი არ იყო.
გადატრიალების მცდელობაში მუსლიმი ფეტულა გიულენი უკვე დაადანაშაულეს. ის  ამჟამად აშშ–ში, პენსილვანიაში, თავის რეზიდენციაში ცხოვრობს. ფეტულა გიულენი თურქეთის მეორე ყველაზე გავლენიან ადამიანადაა მიჩნეული. ის აშშ–ში 1990–იან წლებში გაემგზავრა და მას შემდეგ იქ  ცხოვრობს.

ფეტულა გიულენი ერდოღანის მოკავშირედ მიიჩნეოდა 2013 წლამდე, თუმცა, მთავრობის წევრთა წინააღმდეგ წარმოებულმა გამოძიებამ კორუფციასთან დაკავშირებით, მათი კავშირის რღვევა გამოიწვია. გიულენი, რომელსაც მილიონობით მხარდამჭერი ჰყავს თურქეთში, საჯაროდ დაუპირისპირდა ერდოღანს.

მიხედავად ბრალდებებისა ფეტულა გიულენმა  უკვე  გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომლის მიხედვითაც, ის კატეგორიულად უარყოფს სამხედრო გადატრიალების მცდელობასთან კავშირს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები