კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ერდოღანის ინტერვიუ
თურქეთის პრეზიდენტი სტამბოლშია. რეჯეპ ტაიპ ერდოღანი მარმარისიდან სტამბოლში დღეს გამთენიისას ჩავიდა

. ქვეყნის პირველმა პირმა ჟურნალისტებთან ოფიციალური კომენტარი გააკეთა  , შემდეგ კი მხარდამჭერებს მიმართა.

ერდოღანის განცხადებით, სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ადამიანების უმეტესობა უკვე დაკავებულია.

თურქეთის პრეზიდენტი  ამბობს, რომ შეიარაღებულ ძალებში წმენდა უნდა ჩატარდეს, რასაც  კურირებას პირადად გაუწევს. როგორც თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი აცხადებს ქვეყანას უკვე ლეგიტიმური მთავრობა მართავს.
"„სამწუხარო ამბავია ის რაც ჩვენ ქვეყანაში მოხდა. მცირე დაჯგუფებამ შეიარაღებული სამხედროების მეშვეობით ზიანი მიაყენა ჩვენი ქვეყნის ერთიანობასა და მთლიანობას.

აღნიშნული ჯგუფს, ყველა მონაწილე პირთან ერთად სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ძვირად დაუჯდება. მთავრობა და პრეზიდენტი, რომელიც ხალხის არჩეულია, ასე ერთი ხელის მოსმით მათი უგულებელყოფა შეუძლებელია. მოგეხსენებათ, არც ისე დიდი ხნის წინ, ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ უმსხვილეს აეროპორტს დაესხა თავს.

აღნიშნულის გამო მრავალი უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. სწორედ ამ აეროპორტის თავზე ახლა ეფ-16_ის ტიპის თვითმფრინავები დაფრინავენ. აღნიშნული კი იმიტომ ხდება, რომ ათათურქის აეროპორტში შემოსული და გასული მგზავრების უსაფრთხოება უზრუნველყოს. იმ დროს როდესაც ეს მოვლენები განვითარდა, მე კურორტ მარმარისზე ვიმყოფებოდი. როგორც კი აღნიშნულის შესახებ შევიტყვე მაშინვე დავტოვე მარმარისი და სტამბულისკენ გამოვემართე. სულ რამდენიმე წუთში, მას შემდეგ რაც აღნიშნული ადგილი დავტოვე, მითხრეს, რომ ის ადგილი სადაც მე ვიმყოფებოდი დაბომბეს.

მათ იფიქრეს, რომ მე ისევ იქ ვიყავი. აღნიშნულმა ჯგუფმა ვერ წარმოიდგინა, რომ მე დაძაბული მოვლენების დროს სტამბოლში ჩამოვიდოდი.

სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ადამიანების უმეტესობა უკვე დაკავებულია. თურქეთის შეიარაღებულ ძალებში წმენდა უნდა ჩატარდეს, რასაც მე პირადად გავუწევ კურირებას. ეს პროცესი დღეს დაიწყო და გაგრძელდება. თურქეთს ჰყავს არჩეული პრეზიდენტი და მთავრობა. შესაბამისად, ეს ქვეყანა ამ ძალების ხელში არავითარ შემთხვევაში არ იქნება. ამ დროისთვის ჩევნ არ გვაქვს დაზუსტებული რაოდენობა გარდაცვლილი ადამიანების შესახებ, ვიმედოვნებ პრემიერ-მინისტრი მალე შემოგვიერთდება და გაგვაცნობს დეტალებს.

ეს ყველაფერი მიანიშნებს ერთ რამეზე, - ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ თავისუფლები, უნდა ვიყოთ დები და ძმები, ერთმანეთს გვერდში უნდა დავუდგეთ და ეს ასეც უნდა იყოს. სწორედ ეს ქმნის ქვეყანას, რომელსაც თურქეთი ჰქვია. მეც თქვენთან ერთად ველი ამბების უახლეს განვითარებას. ჩვენ მალე გავიგებთ იმ ხალხის ვინაობას, ვინც ტანკებს მართავდა, საიდან მოვიდნენ ისინი. თქვენ იცით, რომ ეს ტანკები მათ პირად საკუთრებაში არ არის. ყველაფერს მალე ნათელი მოეფინება. ჩემი მთავრობა არსად არ მიდის. ჩვენ ჩენი ხალხის, ჩვენი მოქალაქეები გვერდიტ ვრჩებით“,-განაცხადა ერდოღანმა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები