თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა
კრახით დასრულდა.
10 საათიანი სპეც ოპერაცია
დასასრულს უახლოვდება.
ამბოხებული ჯარისკაცების დიდი
ნაწილი სამართალდამცავებს ჩაბარდა, ნაწილი კი დაპატიმრებულია.
საუბარია დაახლოებით 750 ადამიანზე. ამის მიუხედავად
სტამბოლის ქუჩებში ტანკები ამ დრომდე დგას.
ამ დროისთვის არსებული
ინფორმაციით, გასული ღამის მოვლენებს სულ მცირე 90 ადამიანის სიცოცხლე
შეეწირა. მათგან 17 სამართალდამცველი იყო.
ქვეყანას გუშინდელი ამბოხის კვალი
ბუნებრივია ჯერ კიდევ
ეტყობა, ვითარება ამ დროისთვის სტამბოლსა და ანკარაში
კვლავ დაძაბულია. აფეთქებული შენობები
დაცარიელებული ქუჩები , მოსახლეობაში ისევ პანიკაა,
ქუჩებში ამ დრომდე რჩება
სახმედრო ტექნიკა.
გამკაცრებულია უსაფრთხოების
ზომები, მოქმედებს კომენდანტის საათი, თუმცა
სიტუაციას ხელისუფლება აკონტროლებს.
როგორც ადგილობრივი მედია
იუწყება, ამ დროის მონაცემებით, სამხედრო
გადატრიალების მცდელობაში ბრალდებული 1500 -ზე მეტი მეამბოხეააა
დაკავებული. საინფორმაციო სააგენტო როიტერმა
ასევე გაავრცელა კადრები,სადაც ნათლად
ჩანს თუ როგორ აბარებენ მეამბოხე
სამხედოები იარაღს, დაახლოებით 200-მდე ჯარისკაცი
გენერალურ შტაბთან ახლოს სახელისუფლო ძალებს ჩაბარდა.
სამხედრო გადატრიალების
მცდელობას სავალალო შედეგი მოჰყვა ამ დროის
მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 90-მდე
გაიზარდა, გარდაცვლილთა უმრავლესობა მშვიდობიანი მოქალაქეა,
მათ შორის 17 პოლიციელია .
დაშავებულთა რიცხვი კი 1000-ს
აღემატება, რამდენიმე წუთის წინ ასევე
ცნობილი გახდა რომ მარმარისში
შეტაკების დროს კიდევ 2
პოლიციელი დაიღუპა. ასევე ცნობილია
რომ მოკლულია სახელმწიფო გადატრიალების 16
მონაწილე.
ამ წუთებში, თურქეთის
პარლამენტში საგანგებო სხდომა მიმდინარეობს.
დეპუტატები ქვეყანაში
შექმნილ ვითარებას განიხილავენ. როგორც საგენტო Anadolu
იტყობინება თურქეთის შეიარაღებული ძალებიდან
34 ოფიცერი გაათავისუფლეს. თანამდებობებიდან
გათავისუფლებულებს შორის არიან ხუთი გენერალი და 29
პოლკოვნიკი.
თურქეთის პრეზიდენტი
აცხადებს რომ სახელმწიფო გადატრიალების
მცდელობა ჩაიშალა. რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა უმოკლეს
დროში მეამბოხეთა დასჯის პირობა დადო.