კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
თურქეთში დაკავებები გრძელდება

თურქეთში მასშტაბური დაკავებები გრძელდება.

ადგილობრივი მედია  ავრცელებს  კადრებს  სადაც   ჩანს,  რომ   თურქეთის  პრეზიდენტის  დაქვემდებარებაში მყოფი  ძალოვანი სტრუქტურის  წამოადგენლები,  მეამბოხეებსა და  მათთან კავშირში მყოფ  პირებს  აკავებენ.  ამ დროისთვის   დაკავებულთა  რაოდენობა   3000  გაიზარდა. ასევე ცნობილი ხდება,  რომ  თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის  გადაკვეთა  სამხედრო  გადატრიალებაში  მონაწილე  8  პირმა მოახერხა,   თუმცა  ბერძნულმა მხარემ  ისინი   საზღვრის უკანონო  გადაკვეთის  ბრალდებით  დააკავა.

ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ   ამბოხებულები  ოფიციალურ  ათენს  პოლიტიკურ  თავშესაფარს  სთხოვენ.     თურქეთმა   კი თავის მხრივ   საბერძნეთს  ამ ადამიანების ექსტრადირების  თხოვნით უკვე მიმართა. 
თურქული მედია პრემიერ-მინისტრ „ბინალი ილდირიმზე“ დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაძლოა თურქეთის  კონსტიტუცია გადაიხედოს,   და   ქვეყანაში  სიკვდილით  დასჯა    აღდგეს. ამ  საკითხთან  დაკავშირებით კი კონსულტაციები  მმართველ პარტიაშიც  გაიმართება.

ვიდრე  ხელისუფლება  სამხედრო გადატრიალების  მცდელობაში ბრალდებულ პირებს   განაჩენს  გამოუტანს,   მეამბოხეების  დასჯა  მშვიდობიანმა   მოაქლაქეებმა თავად გადაწყვიტეს.  მედიაში ვრცელდება ინფორმაცია,  რომ    სტამბოლის ცენტრში  ამბოხებულები  გააშიშვლეს,   გაროზგეს და  სცემეს. ასევე ერთ-ერთი ვერსიით, მას შემდეგ რაც  ბოსფორის  ხიდთან  გამაგრებული სამხედროები  ხელისუფლებას  ჩაბარდნენ, ერთ-ერთ  ამობოხებულს ერდოღანის მომხრეები თავს დაესხნენ და თავი მოჰკვეთეს. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბისი ავრცელებს.

ადამიანი, რომელსაც  სამხედრო გადატრიელების  მცდელობა  ბრალდება  თურქი მქადაგებელი   - ფეთჰულაჰ გიულენია.   ის    ამერიკის შეერთებულ შტატებში , კონკრეტულად კი პენსილვანიაში  ცხოვრობს.

ამბოხის ორგანიზების ბრალდებას     გიულენი და მისი მომხრეები აბსურდულს  უწოდებენ  და  აჯანყებასთან  ყოველგვარ კავშირს  გამორიცხავენ. ამას გარდა,   რუსული მედია  წერს,  რომ   ამბოხში  ის  მფრინავი მონაწილეობდა  რომელმაც გასულ წელს,   რუსული  ავია-გამანადგურებელი  სუ  -24   ჩამოაგდო.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები