თურქეთში ვითარება
დასტაბილურდა, სამხედრო გადატრიალების მცდელობა კრახით
დასრულდა.
ამბოხებული ჯარისკაცების დიდი ნაწილი
სამართალდამცავებს ჩაბარდა, ნაწილი კი დაპატიმრებულია, თუმცა
კომენდანტის საათი და უსაფრთხოების მაღალი
დონე ქვეყანაში ისევ შენარჩუნებულია. ამბოხებული
ჯარისკაცები და სამხედრო ტექნიკა ანკარასა და
სტამბოლის ქუჩებში აფეთქებები, სროლის
ხმა, პიკეტირებული სახელმწიფო ტელევიზია და
ბლოკირებული პარლამენტის შენობა რამდენიმე საათის
წინ თურქეთში ამბოხებულებმა
ალტერნატიული სახელმწიფოს შექმნა სცადეს, ვრცელდება
აჯანყების ინსცენირების განსხვავებული
ვერსიებიც.
თურქეთის
ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების
მცდელობაში ამერიკაში მცხოვრებ
თურქ მქადაგებელს, პეთჰულაჰ გიულენს
ადანაშაულებს. აღსანიშნავია, რომ ერთ დროს
გიულენი და ერდოღანი თანა-მებრძოლები იყვნენ , თუმცა
შემდგომ მათი გზები გაიყარა, ამბოხიდან რამდენიმე
საათში მედიამ და ანალიტკოსების ნაწილმა ამ
ვერსიის ალტერნატივაზე დაიწყეს
მსჯელობა, ერთ-ერთი ვერსიით კი ამბოხის
ორგანიზატორი თავად ქვეყნის პრეზიდენტი რეჯიპ ტაიპ
ერდოღანია.
გერმანული მედია 16ი ივლისის
მოვლენების შედეგებზე დაყრდნობით წერს, რომ შექმნილი
ვითარებიდან ყველაზე მეტი სარგებელი წორედ თურქეთის
პირველმა პირმა მიიღო.
- თურქ ხალხში
ამაღლებული ავტორიტეტი, საერთაშორისო ასპარეზზე
პოზიციების გამყარება, მეტი მხარდაჭერის მოპოვება და
საკუთარი ძლების საჯარო დემონსტირება
დაეშისთვის - ეს ის ძირითადი არგუმენტებია
რაზე დაყრდნობითაც ანალიტიკოსთა ნაწლი მომხდარში
ერდოღანის კვალს ხედავს.
ერდოღანმა, რომელსაც ამ
შემთხვევამდე თითქმის ყველა დასავლელი ლიდერი, ადამიანის
უფლებების დარღვევისა და დემოკრატიის პრინციპების უგულებელყოფისთვის,
აკრიტიკება ერთ ღამეში მათი მხრდაჭერა
მოიპოვა.