კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ვითარება თურქეთში

 

თურქეთი დემოკრატიის გამარჯვებას აღნიშნავს, პრეზიდენტ ერდოღანის მომხრეები, სტამბოლსა და სხვა დიდ ქალაქებში მშვიდობიან  მანიფესტაციებს მართავენ.

საზეიმო განწყობის პარალელურად, ქუჩებში ამ დრომდე რჩება სახმედრო ტექნიკა. კვლავ გამკაცრებულია უსაფრთხოების  ზომები და მოქმედებს კომენდანტის საათი. ამასთან, ქვეყანაში ამბოხებულთა  დაკავებები გრძელდება. ცნობილია ისიც, რომ საბერძნეთში მიმალულ 8 აჯანყებულს თურქეთში დააბრუნებენ.
პარლამენტში  საგანგებო სხდომაზე   დეპუტატებმა  ქვეყანაში  შექმნილი ვითარება  განიხილეს და სპეციალური  დეკლარაციაც  შეიმუშავეს,  ამასთან  თურქეთში  ამბოხებულთა  დაკავებები აქტიურად   გრძელდება, ცნობილია ისიც  რომ  საბერძნეთში  მიმალულ  8 აჯანყებულს  თურქეთში დააბრუნებენ .

თურქეთში ვითარება დასტაბილურდა . როგორც შიდა, ისე გარე საფრთხეების საშიშროება უკვე აღარ  არსებობს. ქვეყნის დიდ ქალაქებში ამ დროისთვის პრეზიდენტის მხარდამჭერი,  მშვიდობიანი დემონსტრაციები  მიმდინარეობს.   გუშინ    თურქეთის საკანონმდებლო ორგანოში  საგანგებო სესია გაიმართა.

პარლამენტის ოთხივე პარტიამ ერთობლივი დეკლარაცია შეიმუშავა,  რომელსაც როგორც მმართველი პარტია, ისე, ოპოზიცია  უერთდებიან, დეპუტატებმა  შემუშავებულ დოკუმენტში  სამხედრო გადატრიალების მცდელობა დაგმეს   და ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგის აღდგენას მიესალმნენ.

ამასთან თურქეთში მოგზაურობისკენ თავის  შეკავებას ურჩევს  საკუთარ მოქალაქეებს შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო .სტამბოლსა და ანკარაში  მიმდინარე მოვლენებს გამოეხმაურა ავსტრალიის პრემიერი-მინისტრიც და მოქალაქეებს სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნებისაკენ მოუწოდა.

„როგორც  იცით   თურქეთ-საბერძნეთის საზღვრის  გადაკვეთა  სამხედრო  გადატრიალებაში  მონაწილე  8  პირმა მოახერხა,   თუმცა  ჯარისკაცებს     თურქეთში დააბრუნებენ. ოფიციალური ანკარის მოთხოვნის საფუძველზე, ბერძნულმა მხარემ, მათი ექსტრადირების გადაწყვეტილება მიიღო. აღნიშნულის შესახებ, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა - მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

პარასკევს, გვიან ღამე დაწყებულ სამხედრო გადატრიალების მცდელობააას ბოლო ინფორმაციით 161  მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის არიან პოლიციელებიც. დაკავებულია   3000  ჯარისკაცი. 2700მ-დე  მოსამართლეს  უფლებამოსილება აქვს შეზღუდული.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები