თვეში თუ საარსებო მინიმუმი 157 ლარითა და
10 თეთრით განისაზღვრება
, გამოდის რომ დღიურად ადამიანს 5
ლარისა და 23 თეთრის დახარჯვის ფუფუნება აქვს. ჩვენ ე.წ. დეზერტირების
ბაზარს ვესტუმრეთ, ახლა გავარკვიოთ რის შეძენას შევძლებთ ამ
თანხით. ბაზარში კარტოფილი 70, კიტრი
ერთი ლარი, პამიდორი ლარი და 30, ხახვი ლარი, ნიორი 5 ლარი
ღირს
ბოსტნეულის შემდეგ ჩვენ დახურულ
ბაზარში გადმოვინაცვლეთ. საბოლოო ჯამში ორივე ლოკაციაზე თითო კილო
კიტრი, პამიდორი, ხახვი, კარტოფილი, რამდენიმე თავი ნიორი, 1 ქათამი,
10 კვერცხი, 5 პური, და 1 კგ საქონლის ხორცი შევიძინეთ. აღნიშნულ
პროდუქტებში, ბოსტნეულთან ერთად სულ 39 ლარი და 90 თეთრი
დავხარჯეთ. შეძენილი საკვები კი ერთ ადამიანზე დაახლოებით 5 დღისთვის
არის საკმარისი.
ბევრი არაფერი გვიყიდია, მაგრამ
ჩვენ საარსებო მინიმუმის მიხედვით გათვალისწინებულ ხუთი დღის სამყოფ
თანხას- 26 ლარსა და 15 თეთრს, ბევრად გადავაჭარბეთ. იმის
მიუხედავად, რომ არ შეგვიძენია ისეთი მნიშვნელოვანი პროდუქტები,
როგორიცაა ზეთი, ფქვილი, მაკარონი, რძის ნაწარმი და ა.შ.
2011 წელს მაესტროსთვის მიცემული
ინტერვიუში . ახლანდელი ფინანსთა მინისტრი, მაშინ ეკონომიკის
ექსპერტის სტატუსით, ამბობდა რომ საარსებო მინიმუმი 240 ლარით უნდა
განისაზღვრებოდეს.
2011 წლიდან 2016 წლამდე ამ
მონაცემებით საარსებო მინიმუმი მხოლოდ 2 ლარით გაიზარდა და დღემდე ვერ
მიაღწია 240 ლარს.
რამდენი ლარი სჭირდება ერთ
ადამიანს საკვებისთვის ერთი თვის განმავლობაში - ამ კითხვით
მოსახლეობას მივმართეთ. ჩვენს მიერ გამოკითხულმა ყველა მოქალაქემ
საარსებო მინიმუმი 400დან 500 ლარამდე განსაზღვრა.
შრომისუნარიანი მამაკაცის
საარსებო მინიმუმის მიხედვით საქართველო მეზობელ ქვეყანებს შორის
მხოლოდ აზერბაიჯანს არ ჩამორჩება. სომხეთში საარსებო მინიმუმი 264
ლარის , რუსეთში კი 358 ლარის ექვივალენტით განისაზღვრება.