კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ვინ არის ფეთჰულაჰ გიულენი
ფეთჰულაჰ გიულენი თურქეთში გავლენის მიხედვით - რეჯეპ ტაიპ ერდოღანის შემდეგ მეორე პირად ითვლება

. ის 1999 წლის შემდეგ სამშობლოში არ ყოფილა, გიულენი პენსილვანიის შტატში ცხოვრობს. ის ორგანიზაცია „ჰიზმეტის“ ხელმძღვანელია, რომელსაც მსოფლიოს 160 ქვეყანაში 1000 ზე მეტი სასწავლებელი აქვს გახსნილი. ერთ დროს ერდოღანის უახლოესი მეგობარი და მოკავშირე, დღეს თურქეთის პრეზიდენტის მთავარი ოპონენტია.

ერდოღნმა, სამხედრო გადატრიალების ორგანიზებაში სწორედ გიულენი დაადანაშაულა და აშშ-ს მისი ექსტრადირებისთვის მიმართა.

სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან სულ რაღაც რამდენიმე საათში მსოფლიოს გავლენიანმა  მედიამ ამ მოვლენებში ერდოღანის კვალზე დაიწყო საუბარი.

„სამხედრო გადატრიალების მცდელობაში მონაწილე ადამიანების უმეტესობა უკვე დაკავებულია. თურქეთის შეიარაღებულ ძალებში წმენდა უნდა ჩატარდეს, რასაც მე პირადად გავუწევ კურირებას“.

ბრიტანული გამოცემა ინდეფენდენტი ამ განცხადების შესახებ წერს:

„ამ განცხადებამ შიში გააჩინა, რომ პრეზიდენტი ერდორანი გადატრიალების მცდელობას ოპონენტებთან გამკლავებისთვის გამოიყენებს. ეს შიში კიდევ უფრო გამძაფრდა მას სემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ გადატრიელების ჩახშობის შემდეგ 2745 მოსამართლე თანამდებობიდან გაათავისუფლეს“ - ვკითხულობთ სტატიაში.

უილიამ კორტნი (აშშ-ის ყოფილ ელჩი საქართველოსა და ყაზახეთში, ამჟამად კი ვაშინგტონში, “რენდის კორპორაციის” მკვლევარი)

ნატო და მთლიანად დასავლეთი თურქეთის დამშვიდებას შეეცდებიან. ერდოღანმა თქვა, რომ მომხდარმა არმიის გაწმენდის შესაძლებლობა გააჩინა. ეს არაა პოლიტიკა, რომელსაც ერდოღანმა უნდა მისდიოს. მას სჭირდება პოლიტიკა, რომელიც ქვეყანას გააერთიანებს და არა უფრო მეტად გაყოფს. დამხობის მცდელობა ბევრწილად ერდოღანის შურისმაძიებლური მმართველობის შედეგია. ქვეყანა საზოგადოების გაყოფითა და შურისძიებით არ იმართება. ამ მეთოდმა არ იმუშავა ეგვიპტეში, როდესაც ხელისუფლებაში მუსლიმთა საძმო მოვიდა. ეს მეთოდი ერდოღანისთვისაც უნაყოფოა. საკითხავია, ისწავლის თუ არა ერდოღანი გაკვეთილს და ეცდება თუ არა ნაკლებად წინააღმდეგობრივი პოლიტიკის გატარებას.

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი, სამი წლის წინ მომხდარი კორუფციული სკანდალის მსგავსად, სამხედრო გადატრიალების მცდელობაშიც ყოფილ მეგობარსა და მოკავშირეს ფეთჰულაჰ გიულენს ადანაშაულებს და ექსტრადირებისთვის აშშ-ს მიმართავს.

ფეთჰულაჰ გიულენი, ერდორანის მთავარი ოპონენტი, თურქეთში დიდი გავლენით სარგებლობს. გიულენმა სამშობლო 1999 წელს დატოვა, მას შემდეგ კი პენსილვანიაში ცხოვრობს.  ფეთჰულაჰ გიულენს დაუსწრებლად რამდენიმეჯერ წარუდგინეს ბრალი. ბოლოს კი 2014 წლის დეკემბერში თურქეთის სასამართლომ გიულენის დაკავების ორედერი გასცა. მოძრაობა „ჰიზმეტის“ ხელმძღვანელი ამბოხთან კავშირს უარყოფს

ვითარება  თურქეშთი 16 ივლისის  ღამეს დაიძაბა. შეიარაღებული ძალების ნაწილმა განცხადა, რომ მართველობაზე კონტროლის დამყარებას გეგმავდა. თუმცა მცდელობა რამდენიმე საათში კრახით დასრულდა.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები