კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
თურქეთში მიმდინარე მოვლენების შეფასება

თურქეთში განვითარებულ მოვლენებს - ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელი გამოეხმაურა. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას

, - ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ს ელჩმა საქართველოში იან კელიმ განუცხადა.
"სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი ესაუბრა მის კოლეგას თურქეთში. ასევე შესთავაზა, რომ ამ ვითარების გამოძიებას შეუწყოს ხელი. აშშ მტკიცედ აცხადებს, რომ მხარს უჭერს თურქეთის დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებას და იგი უარყოფს რაიმე სახის კავშირს განვითარებულ მოვლენებთან. ჩვენ მომხრე ვართ, რომ ჩატარდეს დეტალური, ღრმა გამოძიება, თუ ვინ არის ამ მოვლენების, ამ ამბოხების უკან. ჩვენ მზად ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ თურქეთს ამ საკითხში", - განაცხადა იან კელიმ.

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით ხვალ საქართველოს დელეგაცია თურქეთს ეწვევა. როგორც ჟურნალისტებს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა, საქართველოს დელეგაციას ხვალ თურქეთში მაღალი დონის შეხვედრები ექნება.

"ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან იყოს მშვიდობა. თურქეთი არის ჩვენი ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი, ჩვენი სავაჭრო ბრუნვა აღწევს მილიარდნახევარ დოლარს. შესაბამისად, თურქეთში სიმშვიდე და ეკონომიკური ზრდა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ, ხვალ, თურქეთში გვექნება მაღალი დონის შეხვედრები. დარწმუნებულები ვართ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კვლავ იმავე ინტენსივობით და იმავე მიმართულებით გაგრძელდება, რაც აქამდე იყო", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები