ვინ არის ფეთულაჰ გიულენი და რა კავშირი
აქვს მას ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა
ლიცეუმთან
- თურქეთის კონსულის
განცხადება, რომელიც ამბობს, რომ ამ სკოლაში ტერორიზმის მხარდამჭერებს
ზრდიან და საქართველოში თურქეთის ელჩი, რომელიც მედიას კონსულის
სიტყვების ინტერპრეტირებაში ადანაშაულებს. ვინ აფინანსებს,
ჩვენს ქვეყანაში მოქმედ 14 თურქულ საგანმანათლებლო
დაწესებულებას და რა ინტერესები შესაძლოა ჰქონდეს ამ უნივერსიტეტების
დამფინანსებელს - სად მიდის კვალი და რამდენად რეალურია თურქი
დიპლომატის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, განათლების სამინისტრომ,
მოკვლევა უკვე დაიწყო.
ბათუმის შაჰინის სახელობის სკოლა
ლიცეუმი თურქეთის კონსულმა ორი დღის წინ ფეთჰულაჰ გიულენის სახელს
დაუკავშირა.
კონსულმა განმარტა, რომ გიულენი
მსოფლიოს მასშტაბით პოზიციებს სწორედ საგანმანათლებლო ორგანიზაციების
დახმარებით იმაგრებს.
„ეს ხალხი იმაგრებს პოზიციებს,
სკოლების საგანმანათლებლო დაწესებულებების მეშვეობით. ანუ ზრდიან
თაობებს რომლებიც არა სახელმწიფოს, არამედ ამ ტერორისტულ დაჯგუფებას
ემსახურება. სამწუხაროდ, საქართველოში, აჭარაში არის ამ დაჯგუფებების
სკოლები, რეფადინ შაჰინის სკოლა ლიცეუმი, მე მოვუწოდებ აჭარის
მოსახლეობას, ქართველ ხალხს, ნუ გაუშვებთ შვილებს ამ
სკოლაში“,-განაცხადა კონსულმა.
კონსულის ამ გაცხადებას თურქეთის
ელჩის განმარტება მოჰყვა.
ელჩმა საგარეო საქმეთა მინისტრის
მოადგილესთან თქვა, რომ კონსულის ნათქვამი მედიაში არასწორი
ინტერპრეტაციით მოხვდა. სამინისტროს ვებ-გვერდზე ვკითხულობთ, რომ
ქართულმა მხარემ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღო.
„თურქეთის ელჩის - არც კონსულს და
არც ჩვენ არ გვითქვამს, რომ ისინი, ვინც საქართველოში ამ
კონკრეტრულ სკოლებში განათლების მისაღებად დადის, ან ამ სკოლების
კურსდამთავრებულები არიან, ტერორისტებს წარმოადგენენ. ეს სრული
გაუგებრობაა. მეორეს მხრივ ჩვენ გავუზიარეთ ჩვენს ქართველ
პარტნიორებს, ჩვენი შეშფოთება ფეთჰულაჰს სტერორისტული
ორგანიზაციის საერთაშორისო ქმედებების, ასევე მთელი მსოფლიოს
მასშტაბით მოქმედ გარკვეულ სკოლებთან მათ კავშირებსა და ამ სკოლების
მართვის გამო“.
საგარეო საქმეთა სამინისტროს
განცხადებამდე ერთი დღით ადრე განათლების სამინისტროში მოკვლევა
დაიწყო. დღეს განათლების მინისტრი ამბობს, რომ ამ ეტაპზე სკოლების
ტერორიზმთან კავშირი არ იკვეთება.
„ნუ შეეშინდებათ მშობლებს,
პროგრამის მიხედვით მიდის, თუმცა თუ თურქული მხარე დოკუმენტებს
გადმოგვცემს გამოძიებას დავიწყებთ“-აცხადებს განათლების მინისტრი,
ალექსანდრე ჯეჯელავა.
ხვალ, პრემიერ მინისტრი
დელეგაციით თურქეთში მიემგზავრება, მიუხედავად იმისა რომ სტურობა
გაცილებით ადრე დაიგეგმა ვიდრე მეზობელ სახელმწიფოში მდგომარეობა
დაიძაბა არ არის გამორიცხული დღის წესრიგში საგანმანათლებლო
საკითხის განხილვაც მოხდეს, ამ ეტაპზე კი ყველა მოქმედი
სასწავლებელი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს.