კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
თურქეთის მოვლენების გავლენა ქართულ ეკონომიკაზე
თურქეთი, ქვეყანა რომელსაც საქართველოსთან საზღვარი ყოფს.

და რომელიც ჩვენი ქვეყნის, ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორია. სტატისტისკის მიხედვით, სწორედ მეზობელი თურქეთია, ის ქვეყანა, რომელიც საქართველოში მრავალ პროექტს აფინანსებს, საიდანაც  ყველაზე მეტი ფინანსური გადმორიცხვა ხორციელდება და რომელიც საქართველოს საგარეო ვაჭრობის მონაცემის განსაზღვრაში, მნიშვნელოვან როლს თამაშობს .
ანალიტიკოსები ამბობენ რომ გავლენა და თანაც უარყოფითი ნებისმიერ შემთხვევაში იქნება, ახლა მთავარი მასშტაბებია, გავლენის მასშტაბები კი იმაზეა დამოკიდებული რამდენად სწრაფად დარეგულირდება ვითარება თურქეთში, რომელიც საქართველოსთვის სტარტეგიული ეკონომიკური და ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია, ასე იყო 2015 და 2014 წლებში თურქეთის მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნისთვის ოფიციალური რიცხვები კარგად აჩვენებს, მაგალითად 2016 წლის I კვარტალში საქართველოში განხორციელებული ინვესტიციების მიხედვით თურქეთი მეორე ადგილზეა, 2015 წელს მეხუთე ადგილზე იყო, ხოლო 2014-ში მეშვიდე ადგილზე.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ მოვლენები უარყოფით გავლენას იქონიებს როგორც სავაჭრო ბრუნვაზე, ისე ინვესტიციებსა და ტურიზმზეც. სპეციალისტებს რეალობას მოკლებულად მიაჩნიათ მოსაზრება, ტურისტები, რომლებიც თურქეთის საზღვაო კურორტებზე ისვენებნდნენ, ახლა აქცენტს საქართველოზე გააკეთებენ. რადგან მათი თქმით, თურქეთში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე ზოგადად რეგიონი არასანდოდ გამოიყურება.

მთავრობა კი ანაკარაში ოფიციალური ვიზიტისთვის ემზადება. დიმიტრი ქუმსიშვილი დარწმუნებულია რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში არაფერი შეიცვლება.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები