გადათხრილი გზა და აყრილი ასფალტი
- რამდენიმე თვეა, ყვარლის ცენტრალური ქუჩის კილომეტრიან მონაკვეთზე
გადაადგილება შეუძლებელია.
ადგილობრივების თქმით, სარემონტო
სამუშაოების ფარგლებში გზის პირზე მდებარე ხეებს გაჩეხვა
ემუქრება.
სამ კვირაზე მეტია სარემონტო
სამუშაოები შეჩერებულია. თუმცა, დღეს მაესტროს გამოჩენის შემდეგ,
ადგილზე მუშებიც მივიდნენ.
ყვარლის მუნიციპალიტეტში ამბობენ,
რომ სამუშაოს შეფერხება პროექტით გაუთვალისწინებელი მიწისქვეშა
კომუნიკაციამ გამოიწვია.
ყვარელში ილია ჭავჭავაძის ქუჩის
ცენტრალური ნაწილის მოასფალტებასა და სანიაღვრე არხების მოწყობას
კომპანია სერპანტინი ასრულებს.
სარემონტო სამუშაოების
შესასრულებად ყვარლის მუნიციპალიტეტმა ტენდერი 2016 წლის მარტში
გამოაცხადა. ტენდერში ორი კომპანია მონაწილეობდა: „სერპანტინი“ და
FIN-ESTATE. მუნიციპალიტეტის მიერ დასახელებული თანხა 1 056 900 ლარი
იყო. ტენდერში სერპანტინმა გაიმარჯვა, რომელმაც გამგეობას 1 795 000
ლარი, ხოლო FIN-ESTATE-მა ოდნავ მეტი - 1 930 000 ლარი.
სამუშაოს შეჩერებისა და პროექტში
განხორციელებული ცვლილებების მიზეზებს განმარტავენ კომაპნია
სერპანტინში.
შეგახსენებთ,
რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შპს სერპანტინთან
რამდენიმე მაღალჩინოსანია დაკავშირებული. კომპანიამ ორი წლის მანძილზე
6 ტენდერში გაიმარჯვა და 23.8 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო. წილების
უმეტესობას (51%) კომპანიაში თამარ ჯანყარაშვილი ფლობს, რომელიც,
გავრცელებული ცნობების თანახმად, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი
მოადგილის და ამჟამად კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის პირველი
მოადგილე გიორგი ზედელაშვილის დედაა. თამარ ჯანყარაშვილის გარდა,
სერპანტინს კიდევ სამი მეწილე ჰყავს: ტარიელ ამირანაშვილი -
13%,ბადური შიუკაშვილი - 5%ს, ხოლო ნუგზარ ხუცაიძე -
31%-ს.
თუმცა, ამ ეტაპზე ადგილობრივებს
მაღალჩინოსნების წილებზე მეტად ქუჩის მონაკვეთის აღდგენა უფრო
აინტერესებთ. როგორც კომპანიაში განმარტავენ, სამუშაოები სექტემბერში
დასრულდება.