კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
თურქეთის მოვლენების გავლენა ქართულ ეკონომიკაზე
ამბოხის ღამე რიცხვებში ჯერ არავის დაუთვლია.

საქართველოსთვის თურქეთის მნიშვნელობას ყველაზე კარგად ოფიციალური სტატისტიკა აჩვენებს, რომელის მიხედვითაც პოლიტიკურად სტრატეგიული პარტნიორი სახელმწიფო, სტრატეგიული მნიშვნელობისაა ეკონომიკური კუთხითაც. უკვე წლებია თურქეთი საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორია.

საქართველოს მეზობელთან 76-ზე მეტი ორმხრივი ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. მნიშვნელოვანია თურქეთიდან ჩვენ ქვეყანაში შემოსული საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობაც. ამ რიცხვმა მიმდინარე წლის 6 თვეში 629 ათასს გადააჭარბა. თუმცა ანალიტიკოსები თურქეთში მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე საქართველოში ტურისტების რაოდენობის ზრდას არ ელოდებიან.

თურქეთი დასაქმების წყაროცაა - ყოველდღიურად საქართველოს სულ უფრო მეტი  მოქალაქე სარფის საბაჟო პუნქტს სამუშაოს საძიებლად კვეთს. შედეგად მზარდია ფულადი გზავნილების სტატისტიკაც.

მხოლოდ 2016 წლის იანვარ-ივნისში თურქეთიდან საქართველოში 39 მილიონ  დოლარზე მეტი გადმოირიცხა. სტრატეგიული პარტნიორის ეკონომიურ ზრდას საქართველოსთვის პრინციპული მნიშვნელობა აქვს. ქართული დელეგაცია ამბოხიდან მესამე დღეს ანკარაში მიდის.

ამ დრომდე ყოველწლიურად იზრდებოდა თურქული კაპიტალი საქართველოში. მხოლოდ 2016 წელს პირველ კვარტალში, თურქეთი ჩვენს ქვეყანაში განხორციელებული ინვესტიციებით მეორე ადგილზეა. რიცხვები ახლა იმაზეა დამოკიდებული რა იქნება მომავალში - ეკონომიკური ჰაბის, არაეკონომიკური მოვლენების გავლენა მით უფრო მასშტაბური იქნება რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება არასტაბილურობა თურქეთში.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები