კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ვარშალომიძის სიმბოლური ხელშეკრულება
დაიბარებენ  თუ არა ლევან ვარშალომიძეს პროკურატურაში-იურისტები ამორჩევლის მოსყიდვაზე საუბრობენ.

ვარშალომიძე უსახლკარო მოსახლეობას სახლ-კარს პირდება - აჭარის მთავრობის ყოფილმა  თავმჯდომარემ სოციალურად დაუცველებთან სიმბოლური ხელშეკრულება გააფორმა.

რატომ არ იზრუნა ნაციონალური მოძრაობის მაჟრიტარობის კანდიდატმა თამჯდომარის პოსტზე ყოფნისას ამ პრობლემების მოგვარებაზე და რამდენად რეალურია ე.წ. ოცნების ქალაქის აშენება.

მოსახლეობის ნაწილს ახალი საცხოვრებელი სახლის მიღების სჯერა, ნაწილს კი მორიგი წინასაარჩევნო შეუსრულებელი პირობა ჰგონია. ახალი სახლის იმედით დღეს ე.წ. ბენზეს მოსახლეობის ნაწილთან ხელშეკრულება გაფორმდა.

„ ალბათ არ ეყოთ იმის დრო, რომ ყველაფერი ერთად მომხდარიყო და განხორციელებულიყო  9 წლის განმავლობაში, და იმედია ახლა მოხდება და განხორციელდება ყველაფერი ნორმალურ ფარგლებში“ - აცხადებს ბათუმში მცხოვრები მეგი ბერიძე.

ნინო დოლიძე:„ გვაქვს კიდევ დიდი ეჭვი, რომ ეს არის წინასაარჩევნო. ღმერთმა ქნას და არ იყოს ასე და ასრულდეს. არც მიფიქრია ხელის მოწერა, მიუხედავად იმისა, რომ მაგათ მოსვლაზე დიდი ამაგი მაქვს“.

თამარის დასახლებაში მცხოვრებლების პრეტენზიები მძიმე პირობებთან დაკავშირებით ბათუმის მერიისთვის გაუგებარია.

უწყებაში ამბობენ, რომ ვარშალომიძის დაპირებამდე 2 წლით ადრე მსგავსი შეთავაზება ჰქონდათ, თუმცა ადგილობრივებისგან უარი მიიღეს. რის შემდეგაც მათ ეს ბარაკები დაუკანონდათ.

იურისტები არ გამორიცხავენ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაურის მიერ, ბათუმის ერთ-ერთ ყველაზე ძველ დასახლებაში, დღეს გაცემული დაპირება სამართლებრივი დავის საგანი გახდეს. სამართალმცოდნეების აზრით, გაფორმებული შეთანხმება ამომრჩევლების მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს.

ვარშალომიძის დაპირება  „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაშიც “ შეაფასეს.  იურისტთა ასოციაციაში განმარტეს, რომ დოკუმენტი ფიქტიურია და სამართლებრივი ძალა არ აქვს.

ცესკოში განმარტავენ, რომ ამომრჩევლების მოსყიდვის შესაძლო ფაქტს იმ შემთხვევაში გადაამოწმებენ, თუკი მათ ამ მოთხოვნით ოფიციალურად რომელიმე პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია ან ინტერპარტიული ჯგუფის წარმომადგენლები მიმართავენ.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები