კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ცნობს თუ არა ამომრჩეველი არჩეულს
საარ ჩევნო კოდექსის მიხედვით :  მაჟორიტარი კანდიდატი

– საქართველოს პარლამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს – საკრებულოს არჩევნებში მონაწილეობის მიზნით შესაბამისი საარჩევნო კომისიის მიერ რეგისტრირებული, პარტიის/საარჩევნო ბლოკის მიერ საარჩევნო ოლქში წარდგენილი მოქალაქეა. ამ რუკაზე 73 ადგილია, სადაც მაჟორიტარების უფლებები ვრცელდება. მაგალითად ქუთაისისის ინტერესებს პარლამენტში  გუბაზ სანიკიძე იცავს ოღონდ მაჟორიტარის ოფისში არავის უნახვას და არც მოქალაქეთა სატელეფონო ზარებს პასუხობს. სანიკიძე მომსახურების ზონიდან გასულია.

დასვენებისკენ მოუწოდებენ ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატ გოგი ქავთარაძესაც, რომელსაც ქალაქში უფრო სახელოვნებო მიმართულებით იცნობენ, როგორც ჩანს დამსახურებულ მსახიობსა და რეჟისორს პოლიტიკურ სცენაზე თავის დამკვიდრება გაუჭირდა.

მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობასა და მთავრობას შორის შუამავლის როლს უნდა ასრულებდეს, თუმცა სწორედ ამ მიმართულებით გამოიკვეთა პრობლემები თერჯოლაში. გამოკითხული მოსახლეობის ნაწილს დეპუტატთან ოთხი წლის მანძილზე შეხება არ ქონია

კარგად იცნობენ საკუთარ რესპუბლიკელ მაჟორიტარს ხარაგაულში, თუმცა მოსახლეობას სხვა რაიონების მსგავსად რთულად ახსენდება დეპუტატის აქტივობები. ებანოიძის რაიონულ მოღვაწეობას კრიტიკულად აფასებენ ხარაგაულის საკრებულოშიც.

ხიდჩატეხილობის პრობლემა მწვავედ დგას ყვარლის რაიონშიც. მარიკა ვერულაშვილი, მას შემდეგ რაც ნაციონალური მოძრაობა დატოვა, პოლიტიკურ ასპარეზზე უჩინარი გახდა საპარლამენტო მანდატს კი, ამ დრომდე ინარჩუნებს .

როგორც ჩანს საქართველოში პოლიტიკური ცნობადობის მიღწევა საკმაოდ რთულია და სხვა სფეროში წარმატება, სულაც არ ნიშნავს წარმატებულ პოლიტიკურ საქმიანობას. ტატამიდან პოლიტიკაში მოსული ზურაბ ზვიადაურიც, ოთხი წლის განმავლობაში პოლიტიკაში უფრო სპორტს აძლიერებდა , ვიდრე პირიქით .

მიუხედავად იმისა,რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისთვის საქართველოში ხმაურიანი კამპანია დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობს. მმართველი გუნდი საარჩევნო კოდექსში  ცვლილებას ჯერ არ გეგმავს. მინიმუმ 2020 წლამდე არჩევნები არსებული მოდელით ჩატარდება.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები