მიუხედავად რამდენიმე საათიანი ოპერაციისა
ღუდუშაურის საავადმყოფოს ექიმებმა სამხედრო პოლიციის უფროსის ყოფილი
მოადგილის გადარჩენა ვერ შეძლეს.
არჩილ მამაგეიშვილი, რომელსაც
დღეს შვიდი ტყვია ესროლეს გარდაიცვალა. რაც შეეხება მეორე დაჭრილს,
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, ავთანდილ ანთაძე
ქირურგიის ეროვნულ ცენტრში რჩება.
აღსრულების ეროვნულ ბიუროთან დღეს
მომხდარ ინცინდენტში მესამე პირიც მონაწილეობდა რომელიც დაკითხვაზე
იმყოფება. შემთხვევის ადგილიდან სამი ცეცხლსასროლი იარაღია
ამოღებული.
კრედიტორმა მევალეს შვიდჯერ
ესროლა, მსროლელს კი საპასუხო ცეცხლი კრედიტორის ახლობელმა
გაუხსნა.
შემთხვევიდან რამდენიმე საათში
გაირკვა ისიც, რომ პირი, რომელმაც პირველმა გაისროლა გარემოს დაცვის
მინისტრის ყოფილი მოადგილე ავთანდილ ანთაძეა, ხოლო ის ვისაც
ანთაძემ ესროლა სამხედრო პოლიციის უფროსის ყოფილი მოადგილე არჩილ
მამაგეიშვილი.
დაპირისპირების დეტალები უცნობია.
ორივე დაჭრილი მალევე საავადმყოფოებში გადაიყვანეს. არჩილ
მამაგეიშვილს შვიდი ტყვია ჰქონდა მოხვედილი, ავთანდილ ანთაძეს კი
ორი.
აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში
მომხდარ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია. სამართალდამცველებმა საქმე
განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების
მუხლით აღძრეს.