დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის
ოფიციალური ვიზიტი თურქეთში.
გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალურ შეხვედრას მართავს
თურქ კოლეგასთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. ვიზიტის ფარგლებში
ორ ქვეყანას შორის ორმხრივი მემორანდუმი
გაფორმდება.
ვიზიტის ფარგლებში გაიმართება
საქართველო–თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის
საბჭოს პირველი შეხვედრა, რომლის დასრულების შემდეგ ხელი მოეწერება
საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის თანამშრომლობის შესახებ
შეთანხმებებს.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
გიორგი კვირიკაშვილი და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ–მინისტრი ბინალი
ილდირიმი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს დელეგაციის
შემადგენლობაში იმყოფებიან: საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი,
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი;
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე;
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
დავით სერგეენკო; საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ
დანელია; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა
კახიშვილი; საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ
გიორგაძე; საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის
მინისტრი გიგლა აგულაშვილი; საქართველოს პარლამენტის წევრი,
საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე, თედო
ჯაფარიძე.