კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
ამომრჩეველთა მოსყიდვა - შეფასებები

შეთანხმება ბათუმის ე.წ. ბარაკების მოსახლებასთან - ლევან ვარშალომიძე ამომრჩეველთან ხელშეკრულებას აფორმებს და მას, ძველის დანგრევას და ახლის აშენებას პირდება.

შეთანხმება ბათუმის ე.წ. ბარაკების მოსახლებასთან - ლევან ვარშალომიძე ამომრჩეველთან ხელშეკრულებას აფორმებს და მას, ძველის დანგრევას და ახლის აშენებას პირდება. არასამთავრობო სექტორი, დოკუმენტის ვალიდურობას ეჭვქვეშ აყენებს და ამბობს, რომ კერძო პირის მხრიდან მოსახლეობასთან გაფორმებულ ნებისმიერ შეთანხმებას იურიდიული ძალა არ აქვს და ის, ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს

არის თუ არა ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები ლევან ვარშალომიძის წინასაარჩევნო კამპანიაში? - არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი ამბობს, რომ - კი. საერთაშორისო გამჭვირვალობაში მიაჩნიათ, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის მიერ გაფორმებული ხელშკრულება სამართლებრივი შესწავლის საგანი უნდა გახდეს. ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნების პოზიციით კი, აღნიშნული ქმედება ამომრჩეველზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის მოხდენის ნიშნებს შეიცავს. არასამთავრობოები მოუწოდებენ ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ, ისეთი ქმედებებისგან, რომლებიც ამომრჩევლის მხრიდან შეიძლება აღიქმებოდეს მათ მოსყიდვად.

ბუნებრივია, ჩვენ დავინტერესდით ლევან ვარშალომიძის პოზიციით, თუმცა მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობის“  იურისტთან შევძელით გასაუბრება, რომელიც ამომრჩევლის მოსყიდვის განზრახვას უარყოფს და ამტკიცებს, რომ   გაფორმებული ხელშკრულება მხოლოდ და მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირებაა, რომლის შესრულების პირობასაც პარტია დებს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები