კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
აქცია ივერთუბანში
დასახლება თბილისში არარსებული ინფრასტრუქტურით.

ივერთუბნელები კანალიზაციის, სასმელი წყლის და გზის პრობლემის მოგვარებას უკვე დიდი ხანია ითხოვენ.

ადრესატი გამგეობა, მერია და საქართველოს წყალმომარაგების კომპანიაა.

თუმცა 3-დან პასუხისმგებლობას ჯერჯერობით არცერთი არ იღებს.

დასახლება თბილისის ზღვასთან მდებარეობს. კანალიზაციის პრობლემა, სასმელი წყლის დაბინძურება, ინფექციური დაავადებების გავრცელების და ნიადაგის დაბინძურების რისკი -  ეს ის რეალობაა, რომელშიც ივერთუბნის მოსახლეობას უწევს ცხოვრება. ამას ემატება ისიც რომ დასახლებაში გზაც მოუწესრიგებელია.  ივერთუბნის მაცხოვრებლები წლებია დედაქალაქის მერიას და გამგეობას დახმარებას სთხოვენ, თუმცა მათგან არცერთ მიმართვაზე პასუხი არ არის.

გამგებელი  ამბობს, რომ მერია, საქართველოს წყალმომარაგების კომპანია და გამგეობა პრობლემის მოგვარებაზე ერთად მსჯელობენ. რაც უკვე 3 თვეა გრძელდება.

საქართველოს წყალმომარაგების კომპანიაში ივერთუბნელების პრობლემას იცნობენ. კომპანიის წარმომადგენელი ამბობს, რომ გადაწყვეტილებას გამგეობასთან და დედაქალაქის მერიასთან მოლაპარაკებების შემდეგ მიიღებს.

საკანალიზაციო სისტემის მოწყობამდე კი მოსახლეობის აბონენტებად დარეგისტრირებაა საჭირო.

მერიაში ამბობენ, რომ ამ საკითხის მოგვარება მათ კომპეტენციაში არ შედის. ვინ აიღებს საკუთარ თავზე პასუხიმგებლობას ივერთუბნელების მოთხოვნების შესასრულებლად ამ დრომდე უცნობი რჩება. მოსახლეობა ინფექციური დაავადებების საფრთხის გამო საკითხის დაჩაქრებას ითხოვს და   აქციების დაწყებას გეგმავს.

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები