ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს ყველაზე მძიმე იყო.
სხდომაზე
მოკლული ახალგაზრდების
მშობლებს
მოუსინეს. შოთა
გორგაძის დედის,
ნარგიზა გორგაძის
ჩვენება
ემოციურია, რის
გამოც მოსამართლემ
შესვენებაც
შესთავაზა.
10 წლის წინ ე.წ ნავთლუღის
სპეცოპერაციის დროს 12 საკონტროლო ტყვიით მოკლული 17 წლის შოთა
გორგაძის დედამ სასმართლოს ჩვენება მისცა. ნარგიზა გორგაძემ დღეს,
კიდევ ერთხელ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე შვილთან სატელეფონო
საუბარი გაიხსენა.
სასამართლოს ჩვენება მისცეს
ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს მოკლული რომან სურმანიძისა და მარად
ართმელიძის მშობლებმაც. დაზარალებულის უფლებამონაცვლეები დღესაც
ამტკიცებენ, რომ მათი შვილები შეუიარაღებლები იყვნენ და უდანშაულოდ
დახოცეს.
დღეს პირველად სასამართლო
პროცესზე საქმეში ბრალდებულმა კუდის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი
დგებუაძემ მეტსახელად „მასტერამ“ მოკლული რომან სურმანიძის მამას მისი
შვილის დაუცველობის გამო ბოდიში მოუხადა თუმცა ბრალი არ
აღიარა.
საქმეში ბრალდებული დათა
ახალაიას, ადვოკატი ხაზს უსვამს რომ გარდაცვლილების მშობლების
ჩვნებები „ქართული ოცნების“ პარტიაში წევრობამ განაპირობა. საქმის
პროკურორი კი ამბობს რომ მოწმეებმა კუდის ყოფილი მაღალჩინოსნების
დანაშაული კიდევ ერთხელ დაამტკიცეს.
2006 წლის 12 ნომებერს, ნავთლუღში
ხმაურიანი სპეცოპერაცია ჩატარდა, რასაც სამი ახალგზარდის სიცოცხლე
ემსხვერპლა. მაშინ გამოძიება აცხადებდა რომ წალკაში ნათლობაში მყოფი
ახალაგაზრდები თბილისში ჩავიდნენ და რუსთავის ნომერ პირველ
საპატიმროში სადაც ერთ- ერთი გარდაცვლილის შოთა გორგაძის, ძმა
იმყოფებოდა პატიმართა მასობრივ გაქცევას გეგმავდნენ.
ხელისუფლების შეცვლის შემდეგ
საქმეზე ხელახალი გამძიება დაიწყო. პატიმრების წამებისთვის
მსჯავრდებულები არიან ბაჩო ახალაია და ლევან
ქარდავა.
სამი ახალგაზრდის მკვლეობაზე
სასჯელს უკვე იხდის კუდის ყოფილი მაღალჩინოსანები ლევან ქარდავა და
გიორგი მაზმიშვილიც, ახლა განზრახ მკვლეობას ედავებიან ახლახანს
ექსტადირებულ გიორგი დგებუაძესა და კუდის ყოფილ უფროსს, დათა
ახალაიას.
საქმეზე სასმართლო პროცესი 22
ივლისს, ბრალდების მოწმეების დაკითხვით განახლდება.