,,ქართული ოცნების“ გუნდი
იმერეთში- პრემიერმა 11 კანდიდატი დაასახელა- ვის გამოუცხადებს ნდობას
ამორჩეველი ეს 4 თვის შედეგ გაირკვევა.
მაჟრიტარობის კანდიდატები
მოსახლეობასთან შეხვედრებს უკვე მართავს- მანდატის
მოსაპოვებლად იბრძოლებს კობან ნარჩემაშვილიც, მან ცოტახნის წინ
მაესტროს საკუთარი ხედვა გააცნო, მისი გვარის საარჩევნო სიაში
მოხვედრამ კი ოცნების ოპონენტები დააბნია. კობა ნარჩემაშვილის
პოლიტიკაში დაბრუნება კვირიკაშვილმა გადაწყვიტა, ამჯერად დეპუტატის
მანდატით. ის იყო შინაგან საქმეთა მინისტრი რომელმაც პოსტი ,
უკანასკნელმა დატოვა, პრეზიდეტ შევარდნაძესთან ერთად. შემდეგ იყო
რამდენიმეთვიანი პატიმრობა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების
პერიოდში.
კრიმინალთან მებრძოლი
მინისტრის მთავარი სამიზნე დღეს უკვე სოციალური პრობლემებია.
ნარჩემაშვილთან ერთად ქუთაისში მაჟორიტარობისთვის 41-ე სკოლის
დირექტორი გენადი მარგველაშვილი და ექიმი დიმიტრი მხეიძე
იბრძოლებენ.
„ქართული ოცნება“ დავით
ლორთქიფანიძეს დაემშვიდობა - ვანსა და ხონში მის ნაცვლად გრიგოლ
ლილუაშვილი დასახელდა. ის დედაქალაქის მერის მოადგილის პოსტს
იანვრიდან იკავებს.
საჯარო სამსახურში „ქართუ
ჯგუფიდან“ მოხვდა. ამიტომ ხშირად კეთდება განცხადება, რომ ლილუაშვილი
ბიძინა ივანიშვილის პირადი კადრია. პოლიტიკური პროგნოზი გამართლდა
ელისო ჩაფიძის შემთხვევაშიც - მისი ადგილის დასაკავებლად ელგუჯა
გოცირიძე იბრძოლებს. პროფესიით ექიმი, ჩაჩავას სახელობის კლინკის
დირექტორია.
შალვა კიკნაველიძე პოლიტიკაში
ძველი თუმცა „ოცნებაში“ ახალი სახეა. ის მმართველ გუნდში „ეროვნული
ფორუმიდან“ მოხვდა, რამდენიმე თვის წინ. კიკნაველიძე
ზესტაფონის მაჟორიტარ კანდისდატად დასახელდა.ამ გადაწყვეტილებით კი
გოგი ქავთარაძის „ოცნება“ დასრულდა.
კიდევ ერთი კადრი, რომელიც
ქართული ოცნების საარჩევნო რიგებში სხვა პარტიიდან მოხვდა პაატა
კვიჟინაძეა. ის ზვიად ძიძიგურის გაერთიანებიდან არის, დღემდე
დარგობრივ კომიტეტში ტყემალაძის მოადგილედ მუშაობს. მის სახელს
უკავშირდება რამდენიმე საკანონმდებლო ინიციატივა.
გამგებლის პოსტიდან
მაჟორიტარობისთვის იბრძოლებს კობა ლურსმანაშვილი, ბაღდათი-ხარაგაულის
რაიონში. აქ მაჟორიტარი დღემდე „რესპუბლიკელი“ ნოდარ ებანოიძეა.
წყალტუბოში კი გამარჯვების მოპოვებას „ოცნების“ სახელით ცოტნე
ზურაბიანი შეეცდება. ის 2012 წლის რამდენიმე სამინისტროში
მუშაობდა, მათ შორის გარემოს დაცვის მინისტრის მრჩევლად.
სამტრედიაში მაჟრიტარობისთვის გია
მიქელაძე ემზადება. ჭიათურის მანდატისთვის კი იბრძოლებს გამგებელი
სულხან მახათაძე. ის რაიონის გამგებლის პოსტს 2012 წლიდან
იცნობს.
იმერეთის რეგიონში დასახელებული
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანია
ოფიციალურად დღეიდან დაიწყეს.