კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ამინდი
თბილისი 15 °C
img
ბათუმი 13 °C
img
თელავი 16 °C
img
ქუთაისი 12 °C
img
სოხუმი 12 °C
img
დუშეთი 13 °C
img
ვალუტა
EUR
EUR
4.1585
Up
GBP
GBP
4.8219
Up
RUB
RUB
4.5224
Up
TRY
TRY
0.4253
Down
USD
USD
3.4499
Up
სიახლეები
სადავო 22 ლარი - ''მაესტროს'' ექსკლუზივი

ომივის ვეტერანებისთვის მომზადებული წერილი მაესტრომ ექსკლუზიურად მოიპოვა-

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 2013 წლის პირველი სექტებრიდან დღემდე სოციალური დახმარების სახით აღებული თანხა ომის მონაწილემ სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა დააბრუნოს.

.. ურჩი ვეტერანების წინააღდეგ შესაბმისმა უწყებამ სასამართლოს მიმართა. დასაბრუნებელი თანხის ოდენობა ჯამში სოლიდურია -ვეტერანები დახმარებას ცენტრალურ მთავრობას სთხოვენ.

„ეს წერილი რომ მივიღე შოკში ჩავვარდი“,-აფხაზეთის ომის მონაწილე, ზაირა მიქაკატძე, იმ წერილს გვიჩვენებს, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსგან  მიიღო.
მიქატაძემ აღმოაჩინა, რომ ომის ვეტერანებისთვის განკუთვნილ 22 ლარს, რომელიც წლების განმავლობაში სოციალური დახმარების სახით ერიცხებოდა სახელმწიფო უკან დაბრუნებას თხოვდა.

"ზოგს წლების განმავლობაში დაგროვებული თანხის უკან მიტანა უწევს",-აცხადებს ზაირა მიქატაძე.

მიქატაძე, ერთადერთი ვეტერანი არ არის, ვისაც სახელმწიფო დარიცხული სოციალური დახმარების უკან დაბრუნებას სთხოვს. ირკვევა, რომ კანონში ცვლილება შევიდა, რომლის საფუძველზეც საჯარო სამსახურში დასაქმებულ და პასუხისგებაში მიცემულ ვეტერანებს, სოციალური დახმარება შეუწყდათ, თუმცა ისე რომ სახელმწიფოს მათთვის არც ცვლილების შესახებ უცნობებია და არც 22 ლარის ჩარიცხვა შეუწყვეტია. რაც იმას ნიშნავს რომ ომის ვეტერანებს, ახლა 2013 წლის 1 სექტემბრიდან  დღემდე ჩარიცხული თანხის უკან დაბრუნება მოუწევთ.

„ვეტერანების შესახებ კანონში შავით თეთრზე გვიწერია რომ ვეტერანებს სახელმწიფომ უნგა გადაუხადოს კომუნალურები, ესენი კიდვე ფულს გვთხოვენ უკან“,- აცხადებს ომის ვეტერანი ვახტანგ მაჭავარიანი

მაჭავარიანის განმარტავს, რომ კანონში ცვლილება, ჯერ კიდევ 2009 წელს, შევიდა, თუმცა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას, „ნაციონალური" მთავრობის გადაწყვეტილების გამოსწორების, არც პოლიტიკური ნება და არც შესაძლებლობა არ აღმოაჩნდა.

„ნაციონალებისთვის"  გადაბრალება არ არის გამოსავალი, მაგრამ მიხვდნენ, რომ ბევრი ფული ეხარჯებოდათო“,-განუცხადა  „მაესტროს“  ვახტანგ მაჭავარიანმა.

პრობლემა რომ არსებობს ამას არ უარყოფენ არც ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში და არც ჯანდაცვის სამინისტროში.
ორივე უწყებაში ამბობენ, რომ ხარვეზის  აღმოსაფხვრელად  ცენტრალურ მთავრობასთან კონსულტაციები უკვე დაწყებულია.

რა ფორმით გადაჭრის სახელმწიფო ვეტერანების პრობლემებს ჯერ უცნობია. საქმეთა ნაწილი სასამართლომდე უკვე მივიდა. ომის მონაწილეები კუთვნილი თანხების სახელმწიფოსთვის დაბრუნებას არ აპირებენ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter Google
ახალი ამბები