ევროკავშირსა და ნატოში
ინტეგრაციის მხარდამჭერი გზავნილები საქართველომ ამჯერად სლოვენიიდან
მიიღო.
ევროკავშირსა და ნატოში
ინტეგრაციის მხარდამჭერი გზავნილები საქართველომ ამჯერად სლოვენიიდან
მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც
ქვეყანას პირველ ლედისთან ერთად სტუმრობდა ორ დღიანი,
ოფიციალური ვიზიტი დაასრულა.
მაღალი დონის შეხვედრები
კონკრეტული შედეგებით დასრულდა - მათ შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას
სამუშაო პასპორტების მქონე პირებისთვის ვიზების გამარტივების
შესახებ.
გიორგი მარგველაშვილი
სლოვენიელ კოლეგას საქართველოში უახლოეს მომავალში ელოდება
ახალი ფურცელი ქართულ-სლოვენიურ
ურთიერთობებში. შეფასება საქართველოს პრეზიდენტს ეკუთვნის,
რომელმაც ორ დღიანი ოფიციალური ვიზიტი
დაასრულა.
შეხვედრები უკვე გაიმართა
სლოვენიის პრეზიდენტთან, პრემიერთან და ქვეყნის სხვა უმაღლეს
წარმომადგენლებთან.
საუბრის მთავარი თემები
ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება და ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში საქართველოს მხარდაჭერა იყო
ბორუტ
პაჰორი, სლოვენიის პრეზიდენტი:
,,დარწმუნებული
ვარ, რომ
უფრო მარტივი
იქნება ფინანსურ
კრიზისთან,
მიგრაციასთან და
უსაფრთხოებასთან დაკავშირებული
პრობლემების
გადაჭრა, თუ
ევროპა იქნება
უფრო დიდი,
თუ მეტი ქვეყანა
გაერთიანდება ევროპულ
ოჯახში.უფრო
დიდი ევროპა,
სწორედ ევროპის
ინტერესებშია,
ვიდრე შეკუმშული,
უფრო მცირე
ევროპა.
საქართველოსა და სლოვენიას შორის
ეკონომიკური თანამშრომლობისა და სამუშაო პასპორტების მქონე
პირებისთვის ვიზების გამარტივების შეთანხმებაზე ხელმოწერა- ვიზიტის
ერთ-ერთი კონკრეტული შედეგია
პრეზიდენტი სლოვენიას პირველ
ლედისთან ერთად სტუმრობდა. მას შემდეგ რაც ლუბლიანაში, თბილისის
ქუჩაზე ორი ქვეყნის ლიდერებმა სიმბოლური მეგობრობის სკამი გახსნეს,
მაკა ჩიჩუამ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვთა ცენტრი
მოინახულა
საქართველოს პირველი პირის
ვიზიტი დასრულდა-გიორგი მარგველაშვილი სლოვენიელ კოლეგას ახლა
უკვე თბილისში ელოდება