კიდევ ერთი ტერორისტული აქტი გერმანიის სამხრეთ
ნაწილში
. ქალაქ ვიუერსბურგში,
მატარებელში ავღანელი მიგრანტი მგზავრებს თავს დაესხა და ნაჯახითა და
დანით მრავლობითი ჭრილობები მიაყენა.
შემთხვევის შედეგად 30 მგზავრიდან
21 დაშავდა. ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე კრიტიკული
რჩება.
ქალაქ ვიუერსბურგში,
მატარებელში ავღანელი მიგრანტი მგზავრებს, გუშინ, ადგილობრივი დროით
21 საათზე დაესხა თავს და ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა. 17 წლის
თავდამსხმელი პოლიციამ ადგილზე გაანეიტრალა. გერმანულმა პოლიციამ
ავღანელი იძულებით გადაადგილებული პირის საცხოვრებელ ადგილას
დაჯგუფება „ისალამური სახელმწიფოს“ დროშა და სხვადასხვა სიმბოლიკა
აღმოაჩინა.
ჟერარდ
ეკი ; ბავარიის ოლქის შსს მინისტრი
|გამოძიება მიმდინარეობს.
ამ დროისთვის რაც ვიცით ის არის, რომ 17 წლის ავღანელი ბიჭი,
რომელიც გერმანულ ოჯახს აღსაზრდელად ჰყავდა მიბარებული, მატარებელში
მყოფ მგზავრებს - დანითა და ნაჯახით შეიარაღებული დაესხა თავს.
შემთხვევის დროს მატარებელი გაჩერდა. გაჩერების მიზეზი ჩვენთვის ამ
დრომდე უცნობია. თავდამსხმელი იძულებით გადაადგილებულ პირთა სიაში იყო
და გერმანიაში ცხოვრობდა.
ნიცაში დატრიალებული საზარელი
მოვლენების შემდეგ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ევროპაში ეს უკვე
რიგით მეორე ტერაქტია, აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს, ტერორისტები
ევროპაში ე.წ „მარტოხელა მგლის“ პრინციპით მოქმედებენ, - ანუ
შესაძლებელი ხდება ნებისმიერი ტერორისტული ორგანიზაციის დავალების
გარეშე, თავდამსმხელმა ტერორისტული აქტი განახორციელოს, რაც
ტერორიზმის ისტორიაში ნაკლებად აპრობირებულია.
აღნიშნულის გამო შესაძლოა ანგელა
მერკელზე პოლიტიკური ზეწოლა გაიზარდოს. გერმანიის პოლიციის სპიკერის
ფაბიან ჰენჩის თქმით, შემთხვევის შედეგად 21 ადამიანია დაშავებული.
გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრის, იოაჰიმ ჰერმანის თქმით
თავდამსხმელის სახლში პუშტურ ენაზე შესრულებული წარწერა
აღმოაჩინეს.
სინქ.:
იოაჰიმ ჰერმანის ; გერმანიის შსს მინისტრი:გამოძიება ამ წუთებშიც
მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა თავდამსხმელის საცხოვრებელ ადგილზე
სხვა ნივთებთან ერთად პუშტურ ენაზე შესრულებული წარწერა აღმოაჩინეს,
სადაც 17 წლის ავღანელი ბიჭი მუსლიმების ცხოვრებაზე საუბრობს.
გერმანიის ძალოვანი უწყება სიმართლის გამოსააშკარავებლად ძალ-ღონეს არ
იშურებს. გამოძიების დასრულების შემდეგ ყველა დეტალი გახდება
ცნობილი.
გერმანული მედიის თქმით,
თავდამსხმელი შეტევამდე არაბულად სკანდირებდა. ბოლო რამდენიმე ხნის
განმავლობაში თავდამსხმელების სამიზნე საფრანგეთი, ბელგია და გერმანია
გახდა.
აღსანიშნავია, რომ გერმანიამ 2015
წელს 1 მილიონი მიგრანტი მიიღო, რაც გახშირებული თავდასხმების ერთ-ერთ
შესაძლო მიზეზად განიხილება. ბევრი მათგანი, გერმანიაში იძულებით
გაადგილებული პირის სტატუსით სწორედ სირიიდან, ერაყიდან და
ავღანეთიდან იმყოფება.