პრეზიდენტმა ერდოღანმა უკვე
თქვა, ჯერი პარლამენტზეა
-აღდგება თუ არა სიკვდილით დასჯის
კანონი თურქეთის რესპუბლიკაში. ბრძანება ქვეყნის ლიდერმა ურჩი
სამხედროების დასასჯელად გასცა, სურვილმა დასავლეთი შეაშფოთა. გაჩნდა
კითხვები,ხომ არ მოუწევს ნატოს ალიანსიდან თურქეთის
გაძევება.
ანალიტიკოსები თურქეთსა და
პარტნიორ სახელმწიფოებს შორის ურთერთბის გამწავებას პროგნოზირებენ .
პრეზიდენტი ერდოღანი კანონის ამოქმედებას ხალხის სურვილით ხსნის და
სიკვდილით დასჯას დემოკრატიას უწოდებს -იგი ამბობს, რომ ხალხს რაც
სურს , იმას იღებს. თამარ ილურიძე კონტაქტზე.
ერდოღანის დიქტატორობამდე ერთი
ნაბიჯი დარჩა, ასე ფიქრობს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი და ეს ერთი
ნაბიჯი შეიძლება აღმოჩნდეს კანონი- სიკვდილით დასჯის ამოქმედების
შესახებ.
თუკი სამთავრობო წრეები და
პარლამენტიც მხარს დაუჭერენ, თურქეთის პრეზიდენტი ქვეყანას 12 წლით
უკან დააბრუნებს და მკვეთრად შეიცვლის დასავლეთისადმი განწყობილი
ლიდერის იმიჯს.
ყოველშემთვევაში ასე ფიქრობენ იმ
ქვეყანაში, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით, პირველივე წუთებზე
ერდოღანმა თავშესაფარი სთხოვა. გერმანიის პირველმა დიპლომატმა
თურქეთის ძალისხმიერება მიგრანტების კრიზისის დროს ღიად დააფასა და
ევროსაბჭოსა და თურქეთს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება დაანონსა.
მაგრამ საბოლოოდ ერდოღანმა ვერც ოფიციალურ ბერლინთან შეინარჩუნა თბილი
ურთიერთობები.
მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის
შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ევროკავშირის უმაღლესი
კომისარი და სხვა გავლენიანი პირები თურქებს მოსალოდენელი იზოლაციის
შესახებ აფრთილებენ, თურქმა კანონდმებლებმა სიკვდილის დასჯის
ამოქმედებაზე მსჯელობა დაიწყეს.
როგორც ჩანს, ამბოხების მცდელობამ
ერდოღანს მხარდამჭერები ოპოზიციიდანაც შემატა.
ნაციონალისტური ოპოზიციური
პარტიის წევრებს პარლამენტში 40 ხმა და ასეთი განწყობა
აქვთ.
ანკარაში თითქმის აღარ მალავენ,
რომ კანონის მიღება ამბოხებულების სასამართლო პროცესების დასრულებამდე
სურთ.
ეს ნიშნავს რომ ისტორია
გამეორდება. სამხედრო გადატრიაელების მცდელობის გამო 1961 წელს,
ქვეყნის პრემიერი და მინისტრთა კაბინეტის ორი წევრი
ჩამოახრჩვეს.
სიკვდილით დასჯას თურქეთში ბოლოს
1984 წელს მიმართეს. 2004 წელს თურქეთმა სიკვდილით დასჯა ევროკავშირში
ინტეგრაციის იმედით გააუქმა, ახალი გადაწყვეტილებით კი, შესაძლოა
ევროსაბჭოს წევრობაც დაკარგოს.
ანკარა მსოფლიო ყურადღების
ცენტრშია ისევე როგორც რეჯიპ ტაიპ ერდოღანი რომელსაც
პრეზიდენტობის პირველსავე ვადაში, ადამიანის უფლებების დამცველი
არასამთავრობო ორგანიზაციები პოტენციურ დიქტატორად
განიხილავენ.
ახლა 62 წლის პრეზიდენტმა უნდა
გადაწყვიტოს, როგორ დაამახსოვრებს თავს ქვეყანას და მსოფლიოს და
გაიტანს თუ არა გოლს საკუთარ კარში.